3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც თბილისში თეატრალური დადგმებით აღინიშნება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების მიზანი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულების პოპულარიზაცია, სტიგმასთან ბრძოლა, რეგიონებში მცხოვრები შშმ პირების გააქტიურებაa.

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 დეკემბერს მარნეულში, 50 ახალგაზრდისთვის ცნობიერების ამაღლების ტრეინინგი ჩატარდება. იგივე ტრეინინგი 2 დეკემბერს რუსთავში ჩატარდება.

3 დეკემბერს მარნეულის სპორტის სასახლეში ჭადრაკში, ნარდში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთში, სირბილში და მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართება.

ასევე, პროფესიონალ კალათბურთელებსა და პარაკალათბურთელებს შორის პარაკალათბურთის საჩვენებელი მატჩი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

ცნობისთვის, გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში მოსახლეობის 15% შეზღუდული შესაძლებლობისაა. ხოლო, საქართველოს მთავრობამ 2013 წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s