“ისლამი არ არის ტერორიზმი”, “ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს და არა ისლამს” – ამ მოწოდებებით თბილისში, რუსთველის გამზირზე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი იყო კიდევ ერთხელ აღენიშნათ, რომ ძალადობას არც ერთი რელიგია ქადაგებს.

“ჩვენი აქციის უმთავრესი მიზანია დაანახოს ადამიანებს, რომ რელიგია არ ქადაგებს ძალადობას. ყველა ქვეყანამ უნდა იბრძოლოს ტერორიზმის და ზოგადად ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ. მთავარია გავითავისოთ, რომ ადამიანი, რომელიც ჩადის ტერორიზმს, მთელ რელიგიასთან არ უნდა გაიგივდეს”, – ამბობს ირაკლი თევდორაძე.

გრიგოლ გეგელია, აქციის ორგანიზატორი:

“ამ აქციის მიზანია, დაგმოს ტერორიზმი და თქვას, რომ ტერორიზმი არც ერთი რელიგიასთან არ უნდა გაიგივდეს. რელიგიებს ტერორიზმთან საერთო არ აქვთ. ამ აქციით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად აღვიქვათ ტერორიზმის არსი. კონსტიტუციური წესრიგი, საზოგადოებრივი სიკეთე და მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეალები და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ რწმენას”.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტერორისტულმა ორგანიზაციამ ‘ისლამური სახელმწიფო’, პარიზში სასტიკი ტერაქტი მოაწყო. თავდასხმა ქალაქის რამდენიმე ადგილას ერთდროულად მოხდა. ტერორისტები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს. 8 თავდამსხმელიდან 7-მა თავი აიფეთქა, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში კი ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს, რის შემდეგაც საფრანგეთის პოლიციამ შტურმი დაიწყო.

მთლიანობაში პარიზში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტებმა თავდასხმა ისლამის სახელით მოაწყვეს.

IMG_2694 IMG_2697 IMG_2698 IMG_2705 IMG_2707 IMG_2709

IMG_2693

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. ორგანიზატორი ააიპ “ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭო”

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s