იუტას შტატის ყოფილი დეპუტატი, ჯეკი ბისკაპსკი პირველი ღიად გეია, რომელიც იუტას შტატის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი, კონსერვატიული და რელიგიური ქალაქის, სოლთ ლეიქის მერად აირჩიეს. იუტას შტატი მორმონათა ეკლესიის ცენტრად ითვლება.

არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ბისკაპსკიმ ხმების 52%-ით მოქმედი მერი, რალფ ბეკერი დაამარცხა. ბისკაპსკის არჩევნებში გამარჯვება იუტას შტატში, ლგბტ ადამიანების მდგომარეობის კუთხით, წინ გადადგულ ნაბიჯად და პროგრესად ითვლება.

“დღევანდელი დღე არა მხოლოდ ისტორიულია, არამედ საზოგადოებაში მომხდარი პოზიტიური ცვლილებების დასტურია”, – განაცხადა ჯეკი ბისკაპსკიმ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ბისკაპსკის გამარჯვება დიდი პროგრესია ბოლო პერიოდში ამავე ქალაქში განვითარებული მოვლენების ფონზე.

ქალაქის მოსამართლემ გამოსცა ორდერი, რის მიხედვითაც ლესბოსელ წყვილს ბავშვის აღზრდის უფლება ჩამოართვა. ამ ყველაფრის მიზეზად კი მოსამართლემ აღსაზრდელის კეთილდღეობა დაასახელა.

აღნიშულმა ბრძანებამ დიდი უკმაყოფილება და ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, რის შემდეგაც მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და საქმეს ჩამოშორდა.

გარდა ამისა, სოლთ ლექისი საკრებულოში დერეკ კიჩენი აირჩიეს, რომელიც მეორე ღიად გეია ქალაქში.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s