ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის 2014 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ ინფორმაცია მსოფლიოს 46 ქვეყანაში შეაგროვა. კვლევა უმეტესად ევროპის, ასევე აზიის რამდენიმე ქვეყანასა და რუსეთში ჩატარდა.

ODIHR-ისთვის სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2014 წელს, მსოფლიოს 46 ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის 4 259 ფაქტი მოხდა.

მათგან:

მუსლიმების წინააღმდეგ დისკრიმინაციის – 313 ფაქტი.

ქრისტიანების და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციის – 504 ფაქტი.

რასიზმის და ქსენოფობიის – 861 ფაქტი.

ანტისემიტიზმი – 1 883 შემთხვევა.

ბოშების წინააღმდეგ დისკრიმინაცია – 87 შემთხვევა.

ლგბტ ადამიანების მიმართ – 601 შემთხვევა.

შშმ პირების მიმართ დისკრიმინაცია  – 10 შემთხვევა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ, ODIHR-ისთვის სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2014 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის 19 ფაქტი დარეგისტრირდა. მათგან 12 ფიზიკური შეურაცხყოფის, 4 ქონების ხელყოფისა და 3 მუქარისგან შედგება. სისხლის სამართლებრივი დევნა 7 საქმეზე დაიწყო, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება 8 ადამიანის წინააღმდეგ გამოვიდა.

სამოქალაქო საზოგადოების მიწოდებული ინფორმაციით კი, 2014 წელს დისკრიმინაციის 87 ფაქტი მოხდა:

მუსლიმების დისკრიმინაციის 2 შემთხვევა. მათგან 1 ფიზიკური შეურაცხყოფის და 1 ქონების ხელყოფის.

ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაცია  – 67 შემთხვევა: ფიზიკური ძალადობის 37, მუქარის – 12 და ქონების დაზიანების 18 ფაქტი.

ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის 18 ფაქტი, მათგან: ფიზიკური თავდასხმა – 13, მუქარა – 4 და ქონების ხელყოფა – 1 შემთხვევა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s