“1 მილი მათი ფეხსაცმლით” საიმონ სქამელ ქათზის და ფალა შაქამის პროექტია. ეს ინსტალაციაა – აწყვია ფეხსაცმელები და მოთხრობილია მათი მფლობელების ამბები. ფეხსაცმელები ეზიდ გოგონებს ეკუთვნით, რომლებმაც “ისლამური სახელმწიფოს” გამო მრავალი ტანჯვა, დამცირება და ძალადობა გადაიტანეს.

2014 წლის აგვისტოში, ქარაქოშში, რომელიც ერაყის ყველაზე დიდი ქრისტიანული ქალაქია, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ადგილობრივებს ქალაქის დატოვება აიძულეს. დაახლოებით 40 ათასმა დევნილმა თავი სინჯარის მთას შეაფარა. მთლიანობაში კი ლტოლვილად 200 ათასზე მეტი ადამიანი იქცა.

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ასობით ეზიდი დახოცეს, მათ შორის ბავშვებიც.

პროექტი “1 მილი მათი ფეხსაცმლით” ორგანიზაციის “საზღვრებს მიღმა” (Beyond Borders) მხარდაჭერით განხორციელდა.

მისი ავტორები ამბობენ, რომ ძალადობასა და ფეხსაცმელებს შორის კავშირი ახალი არ არის. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა ფეხსაცმელებმა ჰოლოკოსტის მუზეუმებში გადაინაცვლა.

ეს ინსტალაციაც ომსა და სისასტიკეს ასახავს.

სანდლები

სანდლების მფლობელი 16 წლისა გოგონაა. ის სოფელ ქუჩუდანაა. იგი ახლა ზახოსთან ახლოს მდებარე რუანგას ბანაკში ლტოლვილადაა. როგორც ქუჩოს სხვა მაცხოვრებლები, ისიც “ისლამური სახელმწიფოს” მუქარისა და დაშინების პირობებში ცხოვრობდა. მას დღესაც ეშინია მათი.

“2014 წლის 3 აგვისტოს “აისისი” სოფელში შეიჭრა. მათ სოფლის ყველა მაცხოვრებელი ერთად შეყარეს. ქალები და კაცები ერთმანეთს დააშორეს. მათ გვითხრეს, რომ ყველა კაცი მოკლეს, მათ შორის ჩვენი ნათესავებიც. ჩვენ შოკში ვიყავით და იმედი გვქონდა, რომ ჩვენც მოგვკლავდნენ, რადგან ვიცოდით, რომ წინ საშინელება გველოდებოდა და არ გვინდოდა, რომ ეს ყოველივე გამოგვეცადა. ამას სიკვდილი გვერჩივნა”.

რამდენიმე დღის შემდეგ მათთან ერთად სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც შეკრიბეს და მოსულში გადავიდნენ.

“გოგონები დედებისა და პატარა ბავშვებისგან იზოლირებულად იყვნენ. ამ დღის შემდეგ, მე და კიდევ 20 გოგონა სირიაში გაგვგზავნეს. სადაც,  მიმყიდეს ადამიანს, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. მას უნდოდა, რომ ცოლად შევერთე, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემს მშობლებთან და ნათესავებთან მინდოდა დაბრუნება. მიუხედავად მისი მუქარისა, მე მაინც უარი ვუთხარი ქორწინებაზე. იმ ღამით, მან 6 მცველი გამოაგზავნა იმ სახლში, სადაც მე ვიყავი ჩაკეტილი. მათ სათითაოდ გამაუპატიურეს. ამის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გამყიდეს. რაც შემემთხვა, ეს ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. მთელი ამ დროის განმავლობაში 12-ჯერ გამყიდეს და მიყიდეს და ძალიან ბევრჯერ გამაუპატიურეს”.

რამდენჯერმე იგი გაქცევას ეცადა. ბოლოს, მან სხვების დახმარებით, რომელთა სახელებსაც ვერ ამბობს, მოახერხა გაქცეულიყო. იგი ქალაქ ბასრაში, ერაყში დაბრუნდა და ახლა თავის ერთ-ერთ ძმასთან ერთად ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისი მშობლები და ოჯახის დანარჩენი წევრები კვლავ “აისისს” ჰყავს დატყვევებული.

“მე ახლა ინგლისში მივდივარ, რათა პრეს კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა.  მე არავითარ შემთხვევაში აღარ დავბრუნდები ირანში”.

იგი ოდნავ ბედნიერი ჩანდა.

ფეხსაცმელი

flower

ყვავილებიან ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მფლობელი მოხუცი ქალბატონია, რომელმაც დოკუმენტები დაკარგა და თავისი ასაკიც კი არ იცის. იგი ქალაქ სულაქსიდანაა, მაგრამ ახლა ხანკი კონის კარვების თავშესაფარში ცხოვრობს. “ისლამურმა სახელმწიფომ” მისი ოჯახის 23 წევრი დაატყვევა.

“მე მხოლოდ იმიტომ გადავრჩი, რომ ეს ყვავილებიანი ტანსაცმელები და ფეხსაცმელები მეცვა. მე ყოველთვის ვმალავ თეთრ ტანსაცმელს, რადგან ისინი იმუქრებიან, რომ მომკლავენ, თუ ჩემს ტანსაცმელს ჩავიცვამ”.

ეზიდი ქალები მხოლოდ თეთრ ტანსაცმელს ატარებენ.

“9 თვის განმავლობაში მე და სხვა ადამიანები სკოლის შენობაში ვიყავით, რომელიც “აისისს” ჰქონდა დაკავებული”.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომაარეობას, მან თქვა:

ფსიქოლოგიურიად და ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში ვარ. ახლა მხოლოდ ერთ თვალში მაქვს მხედველობა”.

მან ვერ შეძლო თავისი ამბის თხრობის დასრულება, რადგან ტირილი დაიწყო.

თასმებიანი ფეხსაცმელი

თასმებიანი ფეხსაცმლის მფლობელი 10 წლის გოგონაა. იგი ქალაქ სულაქსში ცხოვრობდა. იგი ახლა ბებიასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც 68 წლისაა. 2014 წლის 3 აგვისტოს, როდესაც სოფელში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები შეიჭრნენ, ოჯახის სხვა წევრებს დააშორეს. მისი მშობლები და შვიდი და-ძმა კვლავ “აისისის” ტყვეები არიან.

“ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ მუსლიმები გავმხდარიყავით და გვაიძულებდნენ, რომ გველოცა”.

მიუხედავად დიდი შიშისა და საფრთხისა, რომლებიც მათ ამ დროის განმავლობაში განიცადეს და გამოიარეს, მისმა ბებიამ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მოახერხეს, რომ ტალაფარიდან გაქცეულიყვნენ. რამდენიმე დღიანი წყურვილისა და შიმშილის შემდეგ მთას მიაღწიეს.

“ ძალიან მენატრება ჩემი მშობლები და და-ძმა. ჩემი ერთადერთი იმედი ისაა, რომ მათ კვლავ შევხვდები”.

ჩვენ მას ახალი ფეხსაცმელები მივეცით, რამაც იგი ძალიან გაახარა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s