2 ნოემბერს დედამ სამი არასრულწლოვანი შვილი მიატოვა და ამის შესახებ ბავშვების მამას მოკლეტექსტური შეტყობინებით გააგებინა.

მიტოვებული ბავშვებიდან უმცროსი შშმ პირია, რომლის მარტო დატოვებაც, ექიმის ცნობით, მისთვის ზიანის მომტანია.

უფროსი შვილის თქმით, დედა თითქმის სამი წელია სახლში არაფერს აკეთებდა და არც ბავშვებს უვლიდა. ის ამბობს, რომ დედამ ადრეც დააპირა სახლიდან წასვლა, თუმცა მამამ სთხოვა დარჩენილიყო და გადააფიქრებინა.

სახლიდან წასული ქალის დედის თქმით, ქალი სხვა კაცზეა შეყვარებული და ბავშვების დატოვების მიზეზიც სწორედ ესაა.

დედის მიერ მიტოვებული ბავშვებისა და მამის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” იცავს.

იდენტობას იურისტი “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ შშმ ბავშვს სხვისი დახმარება მუდმივად ესაჭიროება.

“დედამ ბავშვი სახლში მარტო დატოვებით საფრთხეში ჩააგდო და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა”.

ქალი ქმრისგან ქონების გაყოფას ან თანხას ითხოვს და თავის შშმ შვილზე არსებული სახლის ნაწილსაც. თუმცა, მას ქონების გაყოფისა და თანხის მოთხოვნის საკითხი სასამართლოში არ დაუყენებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალს არ განქორწინება სურს.

“სახლიდან წასვლის შემდეგ, ქალმა შშმ ბავშვის 6 თვის პენსია წინასწარ გამოიტანა. გარდა ამისა, წინასწარ გამოიტანა ის დახმარება, რომელსაც ბავშვები დევნილის სტატუსის გამო იღებენ”, – ამბობს იურისტი “17 მაისთან” საუბარში.

იურისტმა სოციალურ სამსახურს და დევნილთა სამინისტროს აცნობა, რომ დედა ბავშვების ფულს განკარგავს, პირადი მიზნებისთვის მოიხმარს და აღნიშნული ქმედების აღკვეთა მოითხოვა.

ამ დროისთვის, “იდენტობას” იურისტმა სასამართლოში სარჩელი რამდენიმე მოთხოვნით შეიტანა – ბავშვების საცხოვრებელი განისაზღვროს მამასთან, დედას შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომ ბავშვების ფული ვერ აიღოს; ასევე, სარჩელი შეტანილია განქორწინების მოთხოვნით.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s