2015 წლის ივლისის თვეში, ქუთაისის ცენტრალურ უბანში, გეი მამაკაცს უცნობმა მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს თავდამსხმელმა ჰომოფობიის ნიადაგზე თავში მინის ბოთლი ჩაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო, რაც სამედიცინო დოკუმენტაციითაც დასტურდება.

საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა.

დაზარალებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” წარმოადგენს.

თავში დარყმის მიყენების შემდგომ, დაზარალებულის თქმით, რამდენიმე დღე ძლიერი თავის ტკივილები სტანჯავდა, რის გამოც, მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. დადგინდა, რომ დარტყმის სიძლიერემ დაზარალებულს დაუზიანა მანამდე სრულიად ჯანმრთელი კბილების ფესვები, დაეკარგა მგრძნობელობა სახის ერთ-ერთ არეში. მას თავის ინტენსიური ტკივილი პერიოდულად ახლაც აწუხებს და დროებით შრომისუუნაროს ხდის.

ორგანიზაციის იურისტის თქმით, აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ისჯება, რომლის მიხედვით, “ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”.

“იდენტობას” დახმარებით დაზარალებულმა სასამართლოს ბრალდებულის მკაცრად დასჯა მოსთხოვა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3(1) ნაწილის გამოყენება – სავარაუდო დანაშაულის  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენის მოტივის, როგორც დამამძიმებელი გარემოების, გათვალისწინება. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოში მცხოვრები ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანების მძიმე უფლებრივ მდგომარეობის ამსახველ ვრცელ ინფორმაციას, კვლევებისა და ანგარიშების სახით.

“იდენტობას” იურისტის, ნინო ბოლქვაძის განმარტებით, 18 ნოემბერს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე, პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და სსკ-ის 120-ე მუხლი ჩაანაცვლა 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, “ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოებით ვადით თხუთმეტ თვემდე”.

“ეს ცვლილება არის სრულიად უკანონო და ემსახურება ერთადერთ მიზანს – ბრალდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებას. ამ ეტაპზე, გამოირიცხა მისთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, იგეგმება ბრალდებულის დაჯარიმება და ისიც უმნიშვნელო ფულადი თანხით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ისევ და უკვე ტრადიციულად დაუსჯელი დარჩება”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე “17 მაისთან” საუბარში.

იურისტი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე მუშაობისას, ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს. გარდა ამისა, ბოლქვაძე ჟურნალისტებს მოცემულ საქმეზე დეტალების ფართოდ გაშუქებას სთხოვს, რადგან საქმის სწორი განვითარება კერძო ინტერესის გარდა საჯარო ინტერესსაც ემსახურება.

“დადგა დრო საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები აღიქმებოდნენ თანასწორ მოქალაქეებად. დადგა დრო ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ხმამაღლა მოსთხოვონ ხელისუფლებას, რომლის ერთადერთი ფუნქციაა პირნათლად და სამართლიანად ემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s