“ძვირფასო იზვესტია, სხვა დროს, როდესაც ყალბი წერილების გამოყენებას გადაწყვეტთ, ჯერ ჩვენ გამოგვიგზავნეთ, მოხარულები ვიქნებით, შეცდომები შეგისწოროთ. პატივისცემით, სახ. დეპი”.

ეს წარწერა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებმა ყალბი წერილის ქვეშ გააკეთეს. საელჩოს ცნობით, რუსულმა გაზეთმა “იზვესტიამ” ყალბი წერილი შექმნა და გამოაქვეყნა. წერილი თითქოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელის მიერ არის დაწერილი და მაში  ლგბტ ორგანიზაცია geyrussia.ru-ს ხელმძღვანელს, ნიკოლაი ალექსეევს მადლობა უხდიან ანტირუსული, პროუკრაინული აქციის მოწყობის გამო. საქმე იმაშია, რომ, ინგლისურ ენაზე დაწერილ წერილში იმდენი გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული, შეუძლებელია ის ამერიკის საელჩოს დაეწერა.

ამერიკის მთავრობა რუსულ გაზეთს ყალბ წერილს წითელი კალმით უსწორებს და მომავალში, წინასწარ კორექტურასა და რედაქტირებასაც პირდება, თუ “იზვესტია” ყალბი წერილის გამოქვეყნებას კვლავ გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რუსეთის მედიის დიდი ნაწილი პროსამთავრობოა და და კრემლის იდეებს ავრცელებს, მათ შორის “იზვესტიაც”. რუსეთის მთავრობა ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევა და აქ მოქმედი კანონმდებლობაც დისკრიმინაციულია. ჰომოფობია რუსეთს ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად სჭირდება.

2013 წელს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” ხელშეწყობას კრძალავს და “ჰომოსექსუალობის პროპაგანდისთვის” სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. აქტივისტებს არაერთხელ აეკრძალათ გეი პრაიდების ჩატარება, პოლიცია კი პერიოდულად არბევს ბარებს და კლუბებს, სადაც ლგბტ ადამიანები იკრიბებიან.

12240289_940481849340178_7266887345146367304_o

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s