წლევანდელი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის თემატიკა ქალებია. აქედან გამომდინარე, ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების უმრავლესობა ქალებზე ან ქალების მიერაა გადაღებული.

კინოფესტივალის დირექტორის, გაგა ჩხეიძის თქმით, ფესტივალზე როგორც ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების, ასევე ის ფილმები იქნება ნაჩვენები, რომლებიც მათ ეხება.

“გარდა ტრადიციული სექციებისა, რომლებიც ჩვენს კინოფესტივალშია ერთი სექცია ყოველთვის ეძღვნება კონკრეტულ თემატიკას. შარშან ასეთ თემატიკად ავარჩიეთ ბუნების დაცვა და შესაბამისად, ჩვენი მთავარი პოსტერის ფერი მწვანე იყო. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი სექციის თემა კი ქალებია. ჩვენ ვაჩვენებთ როგორც ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებს, ასევე ვაჩვენებთ ფილმებს, რომლებიც ეხება ქალებს, იქნება ეს ქალთა მიმართ ძალადობა, თუ ქალები პოლიტიკაში და ა.შ.” – აღნიშნა გაგა ჩხეიძემ “17 მაისთან” საუბარში.

თბილისის მე-16 კინოფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი და თანადამფინანსებელი ჰაინრიხ ბიოლის ცენტრია.

კინოფესტივალს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული ქალთა უფლებების დამცველები, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კინოფესტივალის ფარგლებში იგეგმება არა მხოლოდ კინოჩვენებების ჩატარება, არამედ ფილმების ჩვენების შემდგომ, ფილმის რეჟისორებთან ერთად დისკუსიებისა და მრგვალი მაგიდების მოწყობა.

გაგა ჩხეიძე “17 მაისთან” ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები ერთ-ერთი ფილმი ზურა ბინაშვილის “ხმა ამოიღე” იქნება.

“მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოვიდეს, დაესწროს კინოჩვენებას, ფილმები შეაფასოს, შემდეგ კი ფილმებზე ისაუბროს როგორც კინემატოგრაფისტებთან, ასევე უფლებების დამცველებთან.

ერთ-ერთი ფილმი არის ზურა ბინაშვილის ფილმი “ხმა ამოიღე”, რომელიც უშუალოდ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობას ეძღვნება. ძალიან ბევრი პერსონალური ისტორია და ტრაგედია არის გადმოცემული, ეს ფილმი აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ რეზონანსს”, – აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ.

ფესტივალი 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლის გაიმართება. ფესტივალის გახსნა 30 ნოემბერს იქნება, 5 დეკემბერს კი – დაჯილდოების ცერემონიალი. ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრებში “რუსთაველი” და “ამირანი”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s