19 ნოემბერს მსოფლიო ტუალეტის დღე აღინიშნება. ეს დღე დაწესდა, რათა ყურადღება იმ პრობლემებზე გამახვილდეს, რომლებიც 2.5 მილიარდ ადამიანს ადეკვატური სანიტარიის არქონის გამო ექმნებათ.

ეს დღე ‘მსოფლიო ტუალეტის ორგანიზაციამ’ 2001 წელს დააარსა. მოგვიანებით ინიციატივას გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც მხარი დაუჭირა. დღეს 151 ორგანიზაცია მსოფლიოს 53 ქვეყანაში მუშაობს იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს სანიტარიასთან წვდომა ჰქონდეთ.

2015 წლის თემა თანასწორობა და ღირსებაა. კამპანია ღია დეფეკაციის დასრულებას ისახავს მიზნად. UN Water ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს, მაშინ, როდესაც მას ყოველდღიურად მილიარდი ადამიანი აწყდება.

მაგალითად, ინდოეთში, ღია დეფეკაციას 818 მილიონი ადამიანი მიმართავს. კონგოში ასე მოსახლეობის 72% იქცევა, ეთიოპიაში – 80%.

მთლიანობაში, მსოფლიოში 526 მილიონი ქალი იძულებულია, ღია ტუალეტით ისარგებლოს. ისინი იძულებულნი არიან, დეფეკაციისთვის მზის ჩასვლას დაელოდონ. ამის გამო ხშირად ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნიც ხდებიან.

ერთი ასეთი შემთხვევა 2015 წლის მაისში მოხდა – დაბალი კასტის წარმომადგენელი 2 გოგონა სასტიკად გააუპატიურეს, შემდეგ კი დახოცეს. ისინი სახლიდან ღამით გამოვიდნენ, რათა ტუალეტით ესარგებლათ.

ორგანიზაციის Water and Sanitation for the Urban Poor სპიკერი, რომელიც ახლა გამოფენა MyToilet ემზადება და ქალების ჰიგიენის შესახებ ამბებს აგროვებს, ამბობს, რომ წყალთან, სანიტარიასთან და ჰიგიენასთან შეზღუდული წვდომა ქალებსა და ბავშვებზე უკუპროპორციულად აისახება.

ანტისანიტარია მრავალ დაავადებას იწვევს, რომლებიც თავის მხრივ, ამ ადამიანების სიკვდილს განაპირობებს.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა ცენტრის შეფასებით, დღეში დაახლოებით 2 200 ბავშვი დიარეით იღუპება, რაც შიდსის, მალარიისა და წითელას გამო დაღუპულთა საერთო რიცხვს აღემატება.

დიარეის გამომწვევ მიზეზთა 90% კი დაბინძურებული წყალი და არადამაკმაყოფილებელი და არაადეკვატური ჰიგიენაა.

ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად ისეთში, როგორიც კენიაა, გარდატეხის ასაკს მიღწეულ გოგონებს სკოლაში მთლიანობაში 6 კვირის გაცდენა უხდებათ, რადგან ტუალეტების არარსებობის გამო, მენსტრუაციის პერიოდში სკოლაში სიარული არ შეუძლიათ.

Screen Shot 2015-11-19 at 3.26.28 PM

Screen Shot 2015-11-19 at 3.26.04 PM

Screen Shot 2015-11-19 at 3.26.13 PM

Screen Shot 2015-11-19 at 3.25.49 PM

Screen Shot 2015-11-19 at 3.26.50 PM

Screen Shot 2015-11-19 at 3.26.39 PM

 წყარო: The Independent

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s