ორგანიზაციამ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა თემაზე – ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპები – გენდერული თანასწორობა და ბიზნესი: საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა გენდერულ თანასწორობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მიერ შეტანილ წვლილზე მსჯელობა ქალთა უფლებების გაძლიერების პროცესში.

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ფონდი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გეგმავს აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას:

“დღეს გაიმართა შეხვედრა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე. შეხვედრა გამართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ფონდი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან გეგმავს და ახორციელებს აქტივობებს, რომ ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკური აქტივობების გაზრდას და თანასწორი რესურსების მიწოდებას, განსაკუთრებით, განათლების სექტორში”, – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით გამოცხადდა ახალი აქცია, რომელიც წაახალისებს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ხელი შეუწყონ ქალებისა და მამაკაცების თანაბარ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში:

“ჩვენ დღეს გამოვაცხადეთ ახალი აქცია – აქტივობა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის. ფონდი ბიზნესის წარმომადგენლებს დააჯილდოვებს განსაკუთრებული პრიზით მათ მიერ გენდერული თანასწორობისა და რესურსებისადმი თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის”, – აღნიშნა ფონდის წარმომადგენელმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიის სფეროში, რათა ხელი შეუწყონ ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s