მაკა ჩიჩუა

მაკა ჩიჩუა

„ქალის უფლებების დაცვა და გაძლიერება, ჩემი აზრით, სწორედ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება“  – ამ სიტყვებით საქართველოს პირველმა ლედიმ ორსულობის პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესი გახსნა.

მაკა ჩიჩუამ თქვა, რომ საქართველში საზოგადოება მძაფრად განიცდის დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის პრობლემებს.

“ჩვენ შევიკრიბეთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება მძაფრად განიცდის და განიხილავს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის პრობლემებს, ბავშვთა ადრეული განვითარების მართვას, დროულ დიაგნოსტიკას. ახალშობილთა ჯანმრთელობა განსაკუთრებით სენსიტიურია ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და დედისთვის. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ისიც, რომ 2015 წელი საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა წლად გამოაცხადა. ქალის უფლებების დაცვა და გაძლიერება, ჩემი აზრით, სწორედ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.  ამ პრობლემების ძიება და გადაჭრა თქვენთან ერთად უნდა შევძლოთ, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩვენს საერთო ღირებულებებს დიდი პროფესიული ცოდნით და გამოცდილებით ემსახურება”, – თქვა ჩიჩუამ.

ორსულთა პათოფიზიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით იმართება. კონგრესის მიზანია ხელი შეუწყოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფას მუცლად ყოფნის პერიოდიდან, ასევე – ბავშვის შესაძლო დაავადებების ეფექტურ პროგნოზირებას და პრევენციას.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s