“თბილისის სოლიდარობის ქსელი” სს “მინას” საწარმოსთან ქსნის მინის ტარის მწარმოებელი მუშების მხარდასაჭერად ქსანში აქციას გამართავს და მუშებს სოლიდარობას გამოუცხადებს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სს “მინას” ადგილობრივ პროფკავშირულ კომიტეტს უკვე დიდი ხანია კომპანიისთვის წარდგენილი აქვს წინადადება ხელფასების 30%-ით მატებასთან დაკავშირებით, რომელიც თითქმის ორჯერ გაზრდილ საწარმოო სიმძლავრეებში დასაქმებულთა მონაწილეობის ინდექსისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების მიხედვით გაკეთებულ დათვლებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.

“კომპანიის ადმინისტრაცია დღემდე ამტკიცებს, რომ საწარმოო სიმძლავრეების მატების საქმეში დასაქმებულთა წვლილი იმდენად მინიმალურია, რომ შეუძლებელია ხელფასების მატებაზე იქნას ასახული, რასაც პროფკავშირი კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს, რომ კომპანიამ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინოს”, – ამბობენ ორგანიზატორები.

მუშების მოთხოვნებია:

1. კოლექტიური ხელშეკრულების დადება
2. ხელფასების 30%-იანი მატება
3. ადგილობრივი პროფკავშირისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფა

“თბილისის სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლები ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემები არ ეხება მხოლოდ ქსნის მინის ტარის მწარმოებელ ქარხანას და იგივე პრობლემებია სხვა ინდუსტრიულ კომპლექსებსა და საწარმოებშიც.

აქციას სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი უერთდება. მათი თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც საწარმოს თანამშრომლები ხელფასის სამართლიან ზრდას ითხოვენ (კერძოდ 30%-იან მატებას), რაც გამოთვლილია ორჯერ გაზრდილი საწარმოო სიმძლავრის, დასაქმებულთა მონაწილეობის ინდექსისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების მიხედვით, რასაც კომპანია უარყოფს და არ აყალიბებს დასაბუთებულ საწინააღმდეგო არგუმენტს.

“ქსნის მინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში დასაქმებულთა მიმართ სოლიდარობა თითოეული ჩვენგანის მიერ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ წყდება ადამიანებისათვის სამართლიანად კუთვნილი ხელფასის კომპანიის მიერ წართმევის საკითხი. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა დასრულდეს მუშათა კოლექტივის გამარჯვებით, რაც საქართველოს სხვა საწარმოებში იგივე ბრძოლის დასაწყებად მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება”, – ამბობენ სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის წარმომადგენლები.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s