20 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის სათემო ცენტრსა და ვაკის პარკში, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იგეგმება.

17 საათზე, ქუთაისის სათემო ცენტრში “იდენტობას” იურისტი ნინო ბოლქვაძე შეხვედრას გამართავს, სადაც საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს. 19 საათზე კი, ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ფილმის “ანასირმას სახარებას” ჩვენება გაიმართება, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრების ეპიზოდს ასახავს.

19 საათზე, თბილისში, ვაკის პარკში “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ორგანიზებით, იმ 226 ტრანსგენდერი ადამიანის სახელს ამოიკითხავენ, რომლებიც გასულ წელს ტრანსფობიამ იმსხვერპლა.

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის აღსანიშნავად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იკრიბებიან, მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების სახელებს კითხულობენ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.

ერთი წლის წინ, 2014 წლის 10 ნოემბერს, 23 წლის ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი საკუთარ სახლში სიძულვილის ნიადაგზე ჯერ მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს. ამ ფაქტის შემდეგ, საქართველო იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, სადაც ტრანსფობიურ ნიადაგზე ადამიანს კლავენ.

ლევან კოჭლაშვილი, ვინც შემდგომში საბის მკვლელობისთვის დააკავეს, თავს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს, ბიანკა შიგუროვას დაესხა და მას სცემა. კოჭლაშვილს ბრალი საბი ბერიანის განზრახ მკვლელობის, ბიანკა შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის წარუდგინეს.

თუმცა, სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის ცნო, საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში კი გაამართლა. მთლიანობაში კოჭლოშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ცნობისთვის, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ჰომიციდის მსხვერპლთა რიცხვს 271 ტრანსგენდერი ადამიანი შეემატა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ტრანსგენდერი ადამიანები მსოფლიოს 29 ქვეყანაში დახოცეს.

მათ შორის: დანაშაულის უმეტესობა ბრაზილიაში მოხდა – 118 შემთხვევა. მეორე ადგილზე მექსიკაა – 34 შემთხვევა, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები – 27 ფაქტი. კოლუმბია – 15 ფაქტი.

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე 1999 წელს, რიტა ჰესტერის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა. ის ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელიც 1998 წლის 28 ნოემბერს სასტიკად მოკლეს. ჰესტერის მკვლელობა, ისევე, როგორც ტრანსგენდერთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმეტესობა, გამოუძიებელი დარჩა.

ფოტო: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s