რამდენიმე დღით ქუთაისში ჩამოსვლა მომიწია. სასამართლოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მქონდა საქმე. ამასთან, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეც მოდიოდა და ქუთაისის ცენტრში, ამ დღის აღსანიშნავად, საჯარო შეკრების გამართვას ვაპირებდით ლგბტ აქტივისტები და ქუთაისელი თემის წევრები.

ვიდრე თავად შეკრების შესახებ მოგიყვებოდეთ, აქაური სათემო ცენტრის ატმოსფეროში მსურს ჩაგახედოთ, რადგან ეს ამად ნამდვილად ღირს. შინ, სახლში ყოფნის შეგრძნება, სრული კომფორტის განცდა გაქვს. კიდევ, აღვნიშნავ სიხარულს, რომელსაც მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, “შენნაირ” ადამიანებთან შეხვედრისას განიცდი. სიხარული, სიძლიერე, ოპტიმიზმი, სილაღე და სხვა შეგრძნება, რისი სახელიც არ იცი და რაც, კარგად ყოფნასთან ასოცირდება.  

რა თქმა უნდა, ადამიანები ქმნიან ამ ატმოსფეროს. ჩემი დაკვირვებით, ადამიანები საკუთარ თავზე არ ფიქრობენ, როგორც ცხოვრებისეული მოვლენების ძალიან მნიშვნელოვან, უნიკალურ და ღირებულ მონაწილეებზე, ენერგიის, ცვლილებების, სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მიმართულების მიმცემ წყაროზე. სულ ტყუილად, რადგან არა ფულის, არა საგნების ირგვლივ ბრუნავს ეს ქვეყანა, არამედ სწორედ რომ ადამიანების ირგვლივ, მათი შემოქმედებითი, მათი ინტელექტუალური ნიჭის, მათი ადამიანური თვისებების – სიყვარულის, თანადგომის, ემპათიის განცდის ირგვლივ.  

ქუთაისის ცენტრში, რიონის თეთრ ხიდზე სანამ გავიდოდით, ოცამდე ადამიანი შვხვდით ჩვენს ოფისში ერთმანეთს. ვისაუბრეთ საქართველოში ლესბოსელების, ბისექსუალების, გეების, ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციაზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობს საქართველოშივე მცხოვრები ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფი, შეცვალოს მოცემული რეალობა უკეთესობისაკენ და რა წინაღობებს აწყდება ამ გზაზე.

ადამიანების თვალები არის თემა, რომელიც ცალკე საუბარს იმსახურებს, თუმცა აქ მოკლედ ვიტყვი – გუშინ საღამოს შეკრებილი ადამიანების მზერაში იკითხებოდა, რომ საქართველოში ვერასოდეს გაბატონდება ის იდეოლოგია, რომელიც საზოგადოებებს მონობაში ამყოფებს. ფილმის ჩვენებისას, ბიანკა შიგუროვას მონაწილეობით,  სუნთქვა ბევრს შეგვეკრა. ფილმში ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრებიდან მოკლე ფრაგმენტია ასახული. ცხოვრებიდან, რომელიც არ აცალეს.

ჩვენი ცხოვრებიდან.

საბის ცხოვრებიდან.

საღამოს კი  ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ადამიანები დადიან, სადაც ერთმანეთს კოცნიან, სადაც სურათებს იღებენ აი, იქ, დიახ იქ, ყველას თვალწინ დავანთეთ სანთლები და პოსტერების მეშვეობით ვთქვით ჩვენი სათქმელი. ცაში გაშვებული, თბილი ჰაერით სავსე ფრანები კი ჩვენს შინაგან განწყობას გამოხატავდნენ. შინაგანი თავისუფლების ძალას, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევს.

ავტორი: ნინო ბოლქვაძე

12281723_943498545724969_639889448_o

12273036_943499279058229_510445088_n

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s