პაულეტა,

ასაკი უცნობია,

ბრაზილია.

პაულეტა სექს მუშაკი იყო. მკვლელი მამაკაცი მას მანქანით მიუახლოვდა და მანქანიდანვე ესროლა.

მსხვერპლის სახელი, ასაკი და მკვლელობის დეტალები უცნობია,

ბრაზილია.

რონაჩაი პობაი,

28 წლის,

ტაილანდი.

მსხვერპლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და მისი პირადი ნივთები მოიპარეს.

საბი ბერიანი,

23 წლის,

საქართველო

საბი საცხოვრებელ ბინაში მრავლობითი ჭრილობების მიყენებით მოკლეს, ბინას კი ცეცხლი წაუკიდეს”, – 2014 წელს მსოფლიოში 226 ტრანსგენდერი ადამიანი სიძულვილმა იმსხვერპლა. მათ რიცხვში საქართველოს მოქალაქე საბი ბერიანიც არის.

დაღუპული ტრანსგენდერი ადამიანების სახელები და მკვლელობის დეტალები 20 ნოემბერს, ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, ვაკის პარკში შეკრებილმა ადამიანებმა წაიკითხეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი ამ ფორმით მიაგეს.

თბილისში, ვაკის პარკში “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ორგანიზებით გაიმართა.

“აქამდე ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის მონიტორინგის რუკაზე არ იყო საქართველო. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აქამდე ტრანსფობიური მოტივით არავინ მოუკლავთ, პრობლემა ის არის, რომ შეტყობინება შესაბამის ორგანოებამდე არ მისულა. თუმცა ახლა საქართველო რუკაზე მოინიშნა.

თითქოს უცნაურია, როდესაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სახელების გვერდით კითხულობ საბი ბერიანის სახელს, იმ ადამიანის სახელს, რომელიც შენგან ძალიან ახლოს მოკლეს.

ტრანსფობიის მსხვერპლი ზოგიერთი ადამიანის სახელიც კი უცნობია, ისინი სიკვდილის შემდეგაც უჩინარები დარჩნენ. არ ვიცი, ეს აქცია რამდენად შეუწყობს ხელს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა გაიზარდოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აქცია ემსახურება იმას, რომ ისინი გარდაცვალების შემდეგ მაინც არ დარჩნენ უხილავები“, – თქვა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელმა, მარიტა კალანდაძემ “17 მაისთან” საუბარში.

IMG_2787IMG_2740 IMG_2750 IMG_2754 IMG_2756 IMG_2766 IMG_2769 IMG_2775 IMG_2797 IMG_2799

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s