პარტიზანი მებაღეების ინფორმაციით, შინდისი-ორთაჭალის გზაზე  600 ხე წითლად არის მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოიჭრას. მათი ნაწილი ამ დროისთვის უკვე გაჩეხილია.

ნებართვა თბილისის მერიის მიერ არის გაცემული. ხეების გაჩეხვა გზის მშენებლობისთვის არის დაწყებული, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, “პანორამა თბილისის” პროექტს უკავშირდება.

ურბანული აქტივისტი,”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართვეელოს” კვლევით პროექტების ხელმძღვანელი ანტიკორუფციული რეფორმების სფეროში, ერეკლე ურუშაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს:

“1. ქალაქგანვითარების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული (და ასევე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული) შეცდომაა მოსაზრება, რომ ნებისმიერი ახალი გზა თავისთავადი და აბსოლუტური სიკეთეა, რომელსაც უნდა მივესალმოთ. ახალმა გზამ შეიძლება გააუმჯობესოს ან გააუარესოს მდგომარეობა ქალაქში ან მის ცალკეულ უბანში, ამიტომ სანამ ახალ გზას ავაშენებთ, მაქსიმალურად უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ ამ მშენებლობის სამომავლო შედეგები.

თუ შინდისი-ორთაჭალის ახალი გზის შესახებ მერიას ასეთი შეფასება ჩატარებული აქვს და ვინმეს ხელი მიგიწვდებათ, იქნებ გამიზიაროთ.

2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი გზის პოზიტიური ეფექტი დადგენილია (რაც შინდისი-ორთაჭალის გზის შემთხვევაში ჯერაც არ არის ცხადი), ცალკე უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა გზის მშენებლობის დადებითი შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამართლებდეს მშენებლობაზე დახარჯულ რესურსებს და ამავე რესურსების არგამოყენებას სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

ამ მხრივ, შინდისი-ორთაჭალის გზის შემთხვევაში ორი საკითხია გასათვალისწინებელი:

ა) გზის მშენებლობას ეწირება ტყის საკმაოდ დიდი მასივი, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ეს გზა დიდ სიკეთეს მოგვიტანს ქალაქის განვითარების მხრივ (თანაც არა ზოგადად განვითარების, არამედ მდგრადი განვითარებისა – თუ თანამედროვე ევროპულ ქალაქს ვაშენებთ). ამ ეტაპზე (კონკრეტული მშენებლობის დეტალების განუხილველად) მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთი ტიპის გზების მშენებლობები, როგორც წესი, ხელს უწყობს ქალაქების ზრდას „სიგანეში“ და „გაფანტულ“ განაშენიანებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქის მდგრადი განვითარების მოდელს.

ბ) გზის მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს მილიონები ქალაქის ბიუჯეტიდან იმ პირობებში, როცა, ფულის უქონლობის გამო, ქალაქი ვერ ახერხებს, მაგალითად, კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებას.

ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს, ისე გამოდის, რომ მერია, რომელიც ფულს ვერ შოულობს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, მილიონების დახარჯვას აპირებს მშენებლობაზე, რომლის დადებითი და უარყოფითი შედეგები სათანადოდ არ შეუფასებია, ამას ემატება (არცთუ უსაფუძვლო) ვარაუდი, რომ მშენებლობის ძირითადი ბენეფიციარი ქვეყნის „პირველი მოქალაქე“ იქნება”.

“პარტიზანული მებაღეობა” 28 ნოემბერს, 13 საათზე, თბილისის მერიასთან აქციასაც გამართავს და ჯანსაღი ხეების გაჩეხვას გააპროტესტებს. “პარტიზანები” თბილისის მერიას დაავადებული ხეების მოჭრასაც მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ თბილისში უამრავი დაავადებული ხეა, მაგრამ თბილისის მერია, ნაცვლად იმისა, რომ მათი გაჩეხვით დაკავდეს, ჯანსაღ ხეებს ჭრის.

12227593_788530434589858_1271245744401118458_n 12240012_788530447923190_1635485616026549285_n 12243489_788530644589837_5565336568192476786_n

12289748_788530551256513_6944167450305173287_n

12274251_788530681256500_5623063490285754632_n 12274459_788530537923181_205047578165386351_n 12278638_788530661256502_4373702265531537519_n

ფოტოები: პარტიზანული მებაღეობა

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s