ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას, დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმში დაადანაშაულეს.

ჭკუასელის თქმით, “მამაკაცებს უფრო გლობალური აზროვნება აქვთ”. დეპუტატის ამ ნათქვამს კავშირ “საფარის” წარმომადგენლის, ბაია პატარაიას პროტესტი მოჰყვა. პატარაიას თქმით, ქალების შეურაცხყოფა და სექსიზმია იმაზე საუბარი, რომ მამაკაცები უკეთესად ან სხვანაირად აზროვნებენ.

ჭკუასელის განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ქალებს გლობალურ აზროვნებასთან ერთად, აქვთ თვისება, ყურადღება მიაქციონ დეტალებს, რომელსაც ხანდახან მამაკაცები ვერ ამჩნევენ.

ცნობისთვის, კომიტეტში პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, კვოტების შემოღების პროექტს განიხილავდნენ. პროექტის ერთ-ერთი ავტორი თემურ ჭკუასელია.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში სულ მცირე 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას უზრუნველყოფს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s