ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, “ქალთა მოძრაობის” წევრები არასრულწლოვანი გოგონების გათხოვებას ქუჩის აქციებით გამოეხმაურებიან.

აქცია-პერფორმანსი თბილისში, 20:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება.

გარდა ამისა, 25 ნოემბერს პარალელურად აქციები გაიმართება ქუთაისში – ოპერის თეატრის წინ, 14:00 საათზე; გორში – თეატრის ბაღი, 14:00 საათზე; ბათუმში – ვარდების ბაღი, 15:00 საათზე; ახალციხე -ახალციხის ცენტრალური პარკი, 14:00 საათზე; ახალქალაქში -ახალქალაქის ცენტრალური პარკი, 14:00 საათზე; გარდაბანში – კულტურის სახლის წინ, 14:00 საათზე; ზუგდიდში – ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, 14:00 საათზე; თელავში – თეატრის წინ, 14:00 საათზე; მარნეულში – კულტურის სახლის წინ, 14:00 საათზე; ოზურგეთში – თეატრის წინ, 14:00 საათზე; ქობულეთში – გამგეობის წინ, სკვერში 15:00 საათზე; დუისიში, პანკისის ხეობა – საზოგადოებრივი ცენტრი (კლუბი), 14:00 საათზე; ბორჯომში – რუსთაველის მოედანი, 14:00 საათზე.

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი.

“სიტყვა “ქორწინება” შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით,“ – აცხადებენ ქალთა მოძრაობის წევრები.

“ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!“ – ასეთი იქნება აქციების სლოგანი.

ქალთა მოძრაობა სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s