საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ მთლიანი პროცედურა გაასაჩივრა – პირის წარდგენიდან, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სასამართლო დადგენილების გამოტანის ეტაპამდე.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირის ადმინისტრაციული წესით „წარდგენა“, თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები, ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისთვის, თანაც ისე, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირი ვერ სარგებლობს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარანტიებით.

სარჩელით, ასევე, სადავოდ არის მიჩნეული პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავისუფლებაშეზღუდული პირი ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში წარდგენას. კერძოდ, ნარკოლოგიური გამოკვლევის შესახებ კანონმდებლობის ბუნდოვანება ერთი მხრივ, იწვევს უფლებამოსილი პირის თვითნებობის რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელს ხდის გამოსაკვლევმა პირმა განსაზღვროს, თუ რა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს ტესტირებაზე უარი. შესაბამისად, სახეზეა ერთგვარი იძულებითი გამოკვლევა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც პიროვნების ღირსების, ასევე პირადი ცხოვრების უფლებასთან.

სახალხო დამცველი სარჩელში ასევე მიუთითებს, რომ ბიოლოგიური მასალის ნიმუში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირის წინააღმდეგ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. ეს კი, წარმოადგენს ჩარევას პირის უფლებაში არ მისცეს თავისი ან ახლობელთა „საწინააღმდეგო ჩვენება.“

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი დაამტკიცებს რომ იგი უკანონოდ იქნა დაკავებული, ეს გარემოება არ გამოიწვევს, ამ დაკავების საფუძველზე განხორციელებული ნარკოლოგიური გამოკვლევის უკანონოდ ცნობას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევათა დადგენა ხორციელდება ცალმხრივად, პოლიციის მიერ, ხოლო შესაბამის პირს არ გააჩნია უფლება, მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვის და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დაუქვემდებაროს ეფექტურ სასამართლო განხილვას.

სადავო ნორმებით პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ ლაბორატორიული გამოკვლევებით დასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არის იურიდიული ფაქტი და არა კლინიკური შემთხვევა, რომლის არსებობა უნდა დაადგინოს სასამართლომ, ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. სასამართლო არ უნდა იყოს შეზღუდული დადგენილი ფაქტის სამართალდარღვევად ცნობის ვალდებულებით. ეს უკანასკნელი, იმდენად ზღუდავს სასამართლო დაცვის უფლების ფარგლებს, რომ განხილვას აზრს უკარგავს და შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან.

ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ, ნარკოტიკულ სამართალდარღვევათა დადგენის წესი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის რიგ ნორმებთან და საჭიროებს გადახედვას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s