27 წლის თაკო (სახელი შეცვლილია, ავტ.) “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ კლინიკა “რენესანსმა” დააზარალა და არც მომსახურების ხელშეკრულება გაუუქმა.

თაკოს 4500 ლარის ღირებულების პროდუქცია შესთავაზეს და როგორც ქალი ამბობს, ხელი ფსიქოლოგიური ზეწოლით მოაწერინეს.

“ჩემი ოჯახის ახლობელ მამაკაცს დაურეკეს და უთხრეს, ვინაიდან თქვენი ხელფასი ბანკში ფიქსირდება, ოჯახის წევრს ან ვინმე თქვენთვის სასურველ ადამიანს შეგიძლიათ 300 ლარიანი სასაჩუქრე პაკეტი გადასცეთო. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს პაკეტი მქონდა და კონკრეტულ დღეს მათთან უნდა მივსულიყავი”.

თაკოს თქმით, მას ყოველ დღე ურეკავდნენ და სხვადასხვა დღეს და დროს სთავაზობდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მიღებაზე უკვე ჩაწერილი იყო.

“დიდი ხანი არ მომეშვნენ და მეც წავედი. ახლობელმა გამაფრთხილა, ხელი არაფერს მოაწეროო და მეც თავდაჯერებული ვიყავი”.

თაკოს “რენესანსის” ატმოსფერო, მომსახურება მოეწონა, ათ ადამიანს რეკომენდაციაც გაუწია და მათი ტელეფონის ნომრებიც კლინიკის მენეჯერს გადასცა.

“ისეთი ატმოსფერო შემიქმნეს, ვერაფერს მივხვდი”, – ამბობს თაკო.

თაკომ კლინიკაში 4 საათი დაჰყო და 4500 ლარის ღირებულების პროდუქციაც “შეიძინა”. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა ქალს მხოლოდ 1000 ლარიანი კრედიტი მისცა, კლინიკა “რენესანსის” მენეჯერისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა.

როგორც თაკო ამბობს, მენეჯერმა პროდუქციის ღირებულების კრედიტის ასაღებად რამდენიმე ბანკს ერთდროულად მიმართა და თანხა ასე გადაანაწილა.

“მითხრეს, ვიცით როგორ დავამტკიცებინოთ ბანკს თანხაო. ჩემი სამუშაო ადგილი და პოზიცია გააყალბეს. თითქოს ერთ-ერთი კაფეს მენეჯერი ვიყავი. არადა, ჩემი სამუშაო ადგილი და პოზიცია, განსხვავებულია და არც მენეჯერის პოზიცია მიკავია, უფრო დაბალ საფეხურზე ვარ”, – ამბობს თაკო “17 მაისთან” საუბარში.

ხელშეკრულების დადების შემდეგ, თაკომ სახლში გააცნობიერა, რომ ეს პროდუქცია არ სურდა. გარდა ამისა, ნახა, რომ ხელშეკრულების გაუქმება შეეძლო.

თაკო რამდენიმე დღეში კლინიკაში მივიდა და ხელშეკრულების გაუქმება სთხოვა, რაზეც უარი კლინიკის დირექტორისგან შოთა თარხნიშვილისგან მიიღო. თაკომ “17 მაისთან” ისიც აღნიშნა, რომ თარხნიშვილისგან მან ფლირტი იგრძნო.

“შოთა თარხნიშვილი გამეცნო როგორც მენეჯერი, შემდეგ როგორც ფინანსისტი და აღმოჩნდა, რომ კლინიკის დირექტორია. “შებმა” დამიწყო, მეფლირტავებოდა. მითხრა, რომ ასაკი არა მეტყობოდა. მეკითხებოდა მყავდა თუ არა შეყვარებული და ა.შ. საბოლოოდ, ხელშეკრულების გაუქმებაზე უარი მითხრა”.

თაკოს უთხრეს, რომ ხელშეკრულებას რამდენიმე მიზეზით არ გაუუქმებდნენ: ამ ფაქტით კლინიკა დაზარალდებოდა და კომპანიის დამფუძნებლებს ამის შესახებ ვერაფერს ეტყოდნენ.

“ერთი თვე “რენესანსის” კარებთან ვიდექი და მაინც არ გამიუქმეს. ბოლოს მითხრეს, რომ კლინიკას ზარალს ვაყენებდი და ეს უნდა გადამეხადა. მათი თქმით, ზარალი 195 ლარი იყო. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ეს თანხა არა ბანკში, არამედ კლინიკისთვის უნდა გადამეხადა და იქ უნდა მიმეტანა. ოღონდ, ამჯერად მისი რაოდენობა 275 ლარი იყო”, – ამბობს თაკო “17 მაისთან” საუბარში.

თაკომ დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიმართა. იდენტობას იურისტების თქმით, ისინი კომპანიებისგან “დეშელი“, “ლაქშერი” და “რენესანსი” დაზარალებულს მომსახურების ხელშეკრულების გაუქმებაში დაეხმარებიან, რადგან ეს მათი უფლებაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მოშლა შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s