“ბავშვის მიმართ ძალადობა უაღრესად მავნე გამოცდილებაა, რომელიც მოზარდის განვითარების ყველაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ბავშვის მიმართ ძალადობა საქართველოშიც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაზრდილია არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა.

ნანუაშვილი განმარტავს, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული შემთხვევები.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეუერთდა “სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციას, კვლავ დღის წესრიგშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დროული იდენტიფიკაციის, მათი ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის, შემთხვევის ეფექტიანი გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენის საკითხი”, – ამბობს ნანუაშვილი.

ომბუდსმენი სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ფორმებს შორის, ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის – ბულინგის შემთხვევები, რომელიც ხორციელდება როგორც არასრულწლოვნების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მხრიდანაც.

ნანუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გატარდეს ძალადობისგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ განთავსებული არასრულწლოვნები.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებს, უზრუნველყონ არასრულწლოვნების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის დაძლევისა და პრევენციის საუკეთესო გზა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით კონკრეტული საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაა.

ცნობისთვის, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე19 ნოემბერს აღინიშნება.

შეგახსენებთ, 2015 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ხელშეუხებლობის ქმედებებისგან დაცვის მიზნით, დროული და ეფექტური ღონისძიებების განხორციელების წინადადებით, საქართველოს მთავრობას მიმართა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s