ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან და 25 ნოემბრის კამპანიასთან დაკავშირებით საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქცია გაიმართა.

ქუთაისში ქალებზე ძალადობა და ადრეული ქორწინება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გააპროტესტეს. აქ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას მოუწოდეს, ხმა აიმაღლონ გოგონების საკუთარი ცხოვრების, არჩევანის, სწავლის, დამოუკიდებლობის უფლებების დასაცავად.

qutaisi 1

qutaisi 2

quTaisi

(ფოტოები: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი)

ადრეული ქორწინება დაგმეს ახალციხეშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა გამვლელებს  ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

axalcixe

(ფოტო: სამხრეთის კარიბჭე)

აქცია გაიმართა პანკისის სოფელ დუისშიც. აქ 25 ნოემბრის კამპანიის მხარდასაჭერი აქცია უხუცეს ქალთა საბჭოს ინიციატივით გაიმართა.

პანკისი

(ფოტო: ანნა ბუიანოვა)

ასევე თელავში:

telavi

(ფოტო: ირაკლი იაგორაშვილი)

ბათუმში:

batumi

batumi 2

( ფოტო: ბათუმელები )

აქცია დღეს თბილისშიც გაიმართება. ის 20 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გაეროს ეგიდით, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია იწყება. “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, წლევანდელი კამპანია მთლიანად ადრეული ქორწინების პრობლემატიკას მიეძღვნება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s