არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ფეისბუქზე ე.წ კანონიერი ქურდების შესახებ წერს და ამბობს, რომ მათ მიმართ საქართველოში უკანონობა ხდება. მისი თქმით, უკანონობაა ე.წ კანონიერი ქურდობისთვის ბრალდებული, საზღვარგარეთიდან დეპორტირებული ადამიანების საქართველოს საზღვარზე დაკავება, რადგან “ადამიანებს აზროვნების გულისთვის არ უნდა იჭერდნენ” და თუ ამისთვის “ვინმეს დაჭერა გინდათ, სატანისტებით, სხვადასხვა მახინჯი აზროვნების მიმდევრებით გაივსო საქართველო”.

Screen Shot 2015-11-25 at 2.39.10 PM“უკანონობა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ

თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებში: ევროპაში, ამერიკაში, თუნდაც რუსეთში, ან მადაგასკარში ადამიანებს აზროვნებისთვის 7 წლით არ იჭერენ, თუ დანაშაული არ ჩაიდინა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მიღებული დესპოტური კანონი დღესაც მოქმედებს.

როგორ შეიძლება ადამიანმა საზღვარგარეთ დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადოს, მერე საქართველოსკენ გამოისტუმრონ, აქ საზღვარზე დაიჭირო და 7 წლით, მეშვიდეში ჯურღმულში გამოკეტო.

გადახვეწილნი არიან ქართველი საჯიშე ბიჭები და ვაჟკაცები უცხოეთში, საქართველოს შვილები. მათ ხომ ოჯახები ჰყავთ, ნათესავები, გარდაცვლილები, მათ საფლავების მოლოცვის უფლებასაც არ ვაძლევთ! თქვე დალოცვილებო! აზროვნების გულისთვის თუ ხალხის დაჭერა გინდათ, სატანისტებით, სხვადასხვა მახინჯი აზროვნების მიმდევრებით გაივსო საქართველო.

ან, აქ ვინც გვყავს კანონიერი ქურდები და კარგი ბიჭები, ”პადვლებში‘ გყავთ გამოკეტილნი საშინელ პირობებში. ნორმალურ ციხეებში მაინც გადაიყვანეთ, რისი გეშინიათ? ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ფრთიანი ფრაზაა: ”ნე პოიმან, ნე ვორ.” თუ დააშავეს, კანონი დაარღვიეს კი ბატონო, დაიჭირეთ. უდანაშაულო ადამიანის დაჭერა მაგარი კრეტინიზმი და ადამიანის უფლებების შელახვაა და ნაცების კრეტინიზმი როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)”, – წერს ანთიმოზ ბიჩინაშვილი ფეისბუქზე.

ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. კერძოდ, კოდექსის 223/1 მუხლის მიხედვით, “ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა (28.04.2006. N2937) 1. ქურდული სამყაროს წევრობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. კანონიერი ქურდობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ”.

ხოლო ის, თუ რას გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობა, “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით არის განსაზღვრული.

არქიმანდრიტი ანთიმოზი, იგივე თამაზ ბიჩინაშვილი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებიდან, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი აქცია ძალისმიერად დაარბია. ის აქციის მონაწილეების მიმართ უცენზურო და მუქარის გამომხატველ სიტყვებს ამბობდა.

მოგვიანებით კი ფეისბუქზე მამა ანთიმოზის გინების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. ამის გამო მას 40 დღით მღვდელმსახურება აუკრძალეს. ანთიმოზ ბიჩინაშვილმა მაშინ თქვა, რომ ეკლესიიდან წამოვიდა და პენსიაზე გავიდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s