2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ის, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთვის რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს.

მათ წინასაარჩევნო კამპანია ნაწილობრივ უკვე დაიწყეს. “17-მა მაისმა” გადაწყვიტა, პოლიტიკურ პარტიებს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების, ასევე ქალების უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გეგმებისა და სტრატეგიების შესახებ ჰკითხოს.

ჩვენი პირველი რესპონდენტი ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩია”.

გირჩმა” რამდენიმე კვირის წინ თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, ქუთაისსა და თელავში ოფისებიც გახსნა და ადამიანებს მოუწოდა, შეუერთდნენ. თუმცა, “გირჩშიფაშისტებისთვის, პროოკუპანტებისთვის, ჰომოფობებისა და ქსენოფობებისთვის ადგილი არ არის.

ასევე, იმისთვის, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს შეუერთდე, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ხედვასთან ერთად პიროვნული თავისუფლების შესახებ მათ ხედვას უნდა იზიარებდე. უფრო კონკრეტულად კი იმას, რომ “ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს, თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ (საკუთარი ხარჯით), არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი მოსაზრების, რელიგიური კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო”.

“17 მაისის” კითხვაზე, რა კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს “გირჩი” ქალების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, “გირჩელები” ამბობენ, რომ ქალები თავიანთი უნარებით და შესაძლებლობებით არაფრით განსხვავდებიან მამაკაცებისაგან და მათი მიზანიც ამ შესაძლებლობათა განხორციელებისთვის თანასწორი გარემოს შექმნაა.

ზემოთთქმული მიზნის ხორცშესხმას ჩვენივე გუნდიდან ვიწყებთ და გპირდებით, რომ ქალები ჩვენი გუნდიდან ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ მამაკაცებს.

ასევე, სრულად ვიაზრებთ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ქვეყანაში და მიგვაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ უნდა განეკუთვნებოდეს ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას, უფრო მეტიც, ამ ტიპის დანაშაულზე უნდა არსებობდეს საკმაოდ მკაცრი სასჯელები”.

რაც შეეხება ლგბტ თემს და მათ პრობლემებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ზრუნვის საგანი არასდროს გამხდარა.

“გირჩი” მიიჩნევს, რომ ლგბტ თემის წევრები საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან არ განსხვავდებიან, შესაბამისად ახალი პოლიტიკური ცენტრი მათი თვითრეალიზაციის თანაბარი საშუალების შექმნისთვის “ყველაფრის გაკეთების” პირობას დებს.

“არ უნდა დარჩეს დაუსჯელი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა, რომელიც გამოვლენილი იქნება ამ ნიშნით, მათ შორის ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებითაც.

ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ვეცდებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით, ვფიქრობთ აუცილებელი იქნება, ამ საკითხზე ლგბტ თემთან კოორდინირებული მუშაობა, რასთან დაკავშირებითაც, ახალი პოლიტიკური ცენტრი მზაობას ახლავე ადასტურებს”.

რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად კონკრეტული გეგმის შესახებ “გირჩი” ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობში არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სრულყოფილად იქნას დაცული უმცირესობათა უფლებები, მთავარი გამოწვევა კი კანონმდებლობის ნორმათა პრაქტიკული აღსრულებაა, რისთვისაც აუცილებელია პოლიტიკური ნება და ხელისუფლებისაგან არაპოპულარულ გადაწყვეტილებათა მიღების უნარი. ახალი პოლიტიკური ცენტრი ამბობს, რომ პოლიტიკური ნება მათ ნამდვილად გააჩნიათ.

“გირჩი” ქორწინების თანასწორობასაც ემხრობა და თვლის, რომ ქორწინება, როგორც სამოქალაქო ურთიერთობის რეგისტრაციის აქტი, ორი ადამიანის პირადი ურთიერთობის სფეროა და მისი რეგულირება სახელმწიფოს საქმე არ არის.

“თუმცა, თუ არსებობს ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაცია, სახელმწიფოს საქმე არ არის ,,სათანადო“ პარტნიორი შეურჩიოს, მეორე ადამიანს.

თუ ვსაუბრობთ ქორწინებაზე როგორც რელიგიურ რიტუალზე, ჩვენ მიგვაჩნია რომ ნებისმიერი კონფესია თავად ადგენს საკუთარ დოგმატიკას და სახელმწიფო ვერ ჩაერევა ასეთ საკითხებში”.

უმცირესობების დაცვის საკითხებში ახალი პოლიტიკური ცენტრისა და”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხედვების მსგავსებისა და განსხვავებების შესახებ “გირჩი” ამბობს, რომ ამ მხრივ, სავარაუდოდ, განსხვავება დიდი არ არის.

“თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ უმცირესობების უფლებების დაცვის ეფექტურობა შევწიროთ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას”.

“გირჩი” “17 მაისთან” ეკონომიკური რეფორმების შესახებ საუბრობს.

პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეკონომიკაში იმ რეფორმების ჩატარება, რომელსაც “გირჩი” გეგმავს, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის და ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის შემცირება, გააუარესებს სოციალურად დაუცველი ფენის ცხოვრებას. ისინი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ბრალსაც სდებენ იმაში, რომ პარტია გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად მოკლევადიან პერსპექტივაში ღარიბების გასაწირად მზად არის, ზოგიერთს ამ მომავლის პერსპექტივისაც არ სჯერა.

“გირჩი” ამბობს, რომ მათი ხედვა, ერთი მხრივ, საგადასახადო გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს, მათ შორის რიგი გადასახადების სრულად გაუქმების გზით, რაც მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი სიღარიბის დაძლევის ერთადერთი რეცეპტი მხოლოდ ეკონომიკის სწრაფი ზრდაა. მეორე მხრივ კი, მათი ხედვა სოციალური დახმარების ისეთ რეფორმირებას ითვალისწინებს, რომელიც თითოეული გაჭირვებული მოქალაქის თუ ოჯახის მდგომარეობას მყისიერად და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s