რუსუდან გოცირიძე: სამწუხაროდ, ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი ის გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ყველა ნაბიჯი გადადგა, რისი გადადგმაც არანაირად არ შეიძლებოდა და ყველანაირად უბიძგა იმისკენ, რომ სახელმწიფოს ზუსტად მსგავსი საფრთხე შექმნოდა, რასაც გავრცელებული ვიდეო შეიცავს. 

ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, გარდა იმისა, რომ თავისი როლი უნდა შეასრულონ მუსლიმმა სასულიერო პირებმა, ყველა სასულიერო პირმა “ხელი უნდა დაიკაპიწოს”, მათ შორის უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლებმაც. იოლია, რომ ასეთ შემთხვევაში ჯვაროსნების ემოციები გაგიჩნდეს – შენს სამშობლოს ებრძვიან, შენს რწმენას ებრძვიან და ა.შ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქრისტიანისგან და ისეთი ადამიანებისგან, რომელსაც თეოლოგიისა და რელიგიის ცოდნა მოეთხოვებათ, ანტი ისლამური განწყობები წამოვიდა. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება აწი ამ ქვეყანაში მოხდეს და ამის ნიადაგი არსებობს, ესაა რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების დაყოფა და ურთიერთდაპირისპირება. 

შეშინებული ადამიანები ყველაზე აგრესიულები არიან. თუ ქრისტიანებს გაუჩნდებათ განცდა, რომ საფრთხეში არიან, თუნდაც სულიერად, ფიზიკურად ან სახელმწიფოებრივად – ამ შემთხვევაში წყალი იმ წისქვილზე იქნება დასხმული, რომელსაც ახლა ვხედავთ.

შიში და ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის მიმართვა ამ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მუსლიმების ვიდეომიმართვაზე. გადაცემა “არჩევანი”. 24 ნოემბერი. 2015.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s