ევროპაში ყოველწლიურად 3500-მდე ქალი კვდება პარტნიორი მამაკაცის ხელით. 2014 წელს საქართველოში ფემიციდის მსხვერპლთა რიცხვმა წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე 24-ს მიაღწია.

აღდექით დედაკაცებო, გამოდით თქვენი ბნელი, ნივრის სუნით აქოთებული სამზარეულოებიდან, სადაც თქვენი მამაკაცები კაბის აუწევად გხმარობენ.

აღდექით დედაკაცებო, ჩამოდით ემიგრაციიდან, სადაც დაჩამიჩებულ პენისზე მასაჟს უკეთებთ პამპერსიან მოხუცებს.

აღდექით დედაკაცებო, გამოდით ოფისებიდან, სადაც გხმარობენ მძიმე სამუშაო პირობებით და დაბალი ხელფასით.

აღდექით დედაკაცებო, გამოდით ფოტოსტუდიებიდან, სარეკლამო სააგენტოებიდან, კინოსტუდიებიდან, გადმოდით რეკლამებიდან, ბილბორდებიდან, პრიალა ჟურნალებიდან, რომ აღარასოდეს აღარავინ დაანძრიოს თქვენი სურნელოვანი ზეთით გაპოხილი სხეულის დანახვისას.

აღდექით დედაკაცებო, რომ აღარასოდეს გიღალატონ, აღარასოდეს აკადრონ სხვა ქალს ის, რასაც თქვენ ვერასოდეს გაკადრებენ.

აღდექით დედაკაცებო, დატოვეთ თქვენი ფულით ღიპგასიებული ქმრები, რომლებსაც ბნელ, აქოთებულ ბორდელებში მეძავები უკეთებენ მინეტს.

აღსდექით დედაკაცებო, აზღვევინეთ თითოეული მუშტი, თქვენი ცრემლებისაგან დასიებული თვალები,

აღდექით და აზღვევინეთ წარმოსახვაში მოტყნული თქვენი დედა თქვენს მამაკაცებს.

აღდექით დედაკაცებო და აზღვევინეთ თითოეული ქალის ცრემლი და სისხლი.

აღდექით დედაკაცებო და აგრძნობინეთ მამაკაცებს, რომ თქვენც ხართ ადამიანები, თანასწორნი, თანატოლნი.

აღსდექით, ოღონდ, ღვთის გულისათვის, არასოდეს გადაუხადოთ აგრესიას აგრესიით. ძალა სისხლის წილ და ძალა თვალის წილ, ძალა კბილის წილ!

აღდექით დედაკაცებო და თქვით, რომ თქვენც შეგიძლიათ, თქვენც არსებობთ, თქვენც სუნთქავთ!

აღდექით, დაამსხვრიეთ სტერეოტიპები! აღდექით, დედაკაცებო!

ავტორი: შორენა ლაღაძე

წყარო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s