საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი “ფეისბუქზე” წერს, რომ საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმ პრობლემის დასამარცხებლად, რომელიც ქვეყნის თანამედროვეობასა და მომავალს საფრთხეს უქმნის.

“ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია. სწორედ ეს მიმაჩნია ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში შემაშფოთებელი მასშტაბით გამოვლენილი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიან გზად. ამ პრობლემისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ვითარების შეცვლის ამოცანების შესაბამისად წლევანდელი წელი ქალთა წლად გამოვაცხადე.

დღეს ჩვენ ხმას ვუერთებთ მსოფლიოს სხვა ხალხების ძალისხმევას, რათა ერთად გავაცნობიეროთ ძალადობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა მიზეზები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გლობალურად, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ადგილებზე, იქ, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობის სივრცეა. ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ პრობლემის დასამარცხებლად, რომელიც ერთნაირად შეურაცხყოფს როგორც უზენაეს საკაცობრიო ფასეულობებს, ასევე ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის თანამედროვეობასა და მომავალს”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s