თექის და გობელენის ნამუშევრები, სამკაულები, კაბები, ასევე ჩურჩხელები, მურაბები, თაფლი – ეს პროდუქცია ევროპის სახლში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე ყოფილმა პატიმარმა ქალებმა წარმოადგინეს.

მათ ნამუშევრების ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, ნაწილი კი გათავისუფლების შემდეგ შექმნეს. ამაში ქალებს ასოციაცია “ქალი და ბიზნესი” და ევროკავშირის პროექტი “პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისთვის” დაეხმარა.

IMG_28351

მაია სამნიძის ნამუშევარი, თექა

“ამ ფოტოზე ჩემი შვილია. ძალიან ბევრი ნამუშევარი გამოვიტანე ციხიდან. იქ ვმუშაობდი, იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები, ნინო ელიზბარაშვილს გამოფენაზე გაჰქონდა. რა თქმა უნდა, რომ გამოვედი, შემდეგაც გავაგრძელე. მხატვარი ვარ, ფერმწერი. ციხეში დამხვდა თექა და ეს გადავიტანე პანოებში. ტექნოლოგია თვითონ გამოვიმუშავე და თექას ეფექტისთვის ზეთის საღებავებს ვამატებდი. შემდეგ სხვა დეტალებზე გადავედი, ტყავი, ბუმბული, გავაკეთე სახელოსნო და იქ ვმუშაობ შეკვეთებზე, ბუტიკებში მაქვს ნამუშევრები ჩაბარებული. ახლა ნინოს დახმარებით, ამ პროექტშიც ჩავერთე”, – ამბობს მაია სამნიძე.

“როცა გამოვედი ციხიდან, არაფერი მქონდა. შემდეგ ჩემმა მეგობარმა მითხრა ამ ორანიზაციისთვის მიმემართა. მათ შესახებ მეც ვიცოდი, ჩვენთან ციხეში მოდიოდნენ ხოლმე. დამაფინანსეს და ამ თანხით შევიძინე ქსოვილები, საკერავი მანქანა. მე სამკერვალო მქონდა, სანამ დამიჭერდნენ. ახლა სახლში მაქვს სახელოსნო და იქ ვაკეთებ ამ რაღაცებს. ლილოში ავიღე ადგილი და იქ ვყიდი, კლიენტებიც მყავს, შეკვეთებს მაძლევენ”, – ამბობს ზოია მჭედლიძე.

IMG_2863

ზოია მჭედლიძე

 

“ქალი და ბიზნესის” ხელმძღვანელის, ნინო ელიზბარაშვილს თქმით, პროექტი ევროკავშირმა 280 ათასი ევროს ოდენობით დააფინანსა და სხვადასხვა სახის დახმარება 1500-მა ქალმა მიიღო.

“დღეს ყოფილ პატიმარ ქალებს ამ პროექტის ფარგლებში აქვთ საშუალება, საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ, მაგრამ როგორ უნდა გააკეთონ ეს, თუ არ აქვთ ბიზნეს განათლება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ქალთა დაწესებულებაში, ვატარებთ ბიზნეს ტრენინგებს, ვამზადებინებთ პატიმარ ქალებს ბიზნეს გეგმებს.

52 მცირე გრანტი გავეცით, რომლის ფარგლებშიც ქალები დასაქმდნენ. მათ არა მხოლოდ ხელოვნების კუთხით, არამედ სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დასაქმდნენ. შეიქმნა მეფრინველეობის და მეღორეობის ფერმა, ასევე ჩირის გადამამუშავებელი საწარმო”, – ამბობს ნინო ელიზბარაშვილი, ასოციაცია “ქალი და ბიზნესის” ხელმძღვანელი. 

ორგანიზაცია ქალებს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების რეალიზაციაშიც ეხმარება.

IMG_2861

IMG_2853

პროექტის ფარგლებში თავშესაფარიც შეიქმნა, რომელიც რომელიც ციხიდან გათავისუფლებულ ქალებს რეაბილიტაციაში დაეხმარება.

ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის აღმასრულებელი დირექტორის”, ცირა ჭანტურიას თქმით, შენობა თავშესაფრისთვის ორგანიზაციას “ალი და ბიზნესი” ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ 10 წლის ვადით უზურფრუქტით გადასცა.

“თავშესაფარი 12 ადამიანზეა გათვლილი. ის მდგრადი იქნება, იმიტომ რომ ფართი ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სამინისტრომ გამოყო და ასოციაციას 10 წლის ვადით გადაეცა. ამ პერიოდის განმავლობაში თავშესაფარი გარანტირებულად მიიღებს იმ ქალებს, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების შემდეგ ასეთი სახის დახმარება სჭირდებათ.

თავშესაფარში ქალები გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ხვდებიან – რა დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, შეუძლია თუ არა მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა ადამიანებთან, ასევე, რამდენად არის კრიტიკული საჭიროება, რომ განთავსდეს ამ თავშესაფარში. ისინი აქ 6 თვის განმავლობაში დარჩებიან. ეს პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ დაიწყონ სამსახური, შემოსავალი ჰქონდეთ. ეს არის დროებითი თავშესაფარი იმ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც მათ დახმარება სჭირდებათ”, – ამბობს ცირა ჭანტურია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თავშესაფარში ყოფილი პატიმრების პირველი ნაკადი იმყოფება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s