“იდენტობა” იმ თანხით, რომელიც სახელმწიფომ 2012 წლის 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით ჩაურიცხა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვებს შეუძენს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება.

2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული მშვიდობიანი აქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სრულად გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კონტრდემონსტრანტები და პოლიციელები აქციის მონაწილეებს არაადამიანურად, არაჰუმანურად და სასტიკად მოეპყრნენ. სტრასბურგმა საქართველოს მთლიანობაში 33 500 ევროს გადახდა დააკისრა.  “ორგანიზაცია “იდენტობას” წილი 3861.75 ლარია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფომ 2015 წლის ნოემბერში აღასრულა.

“იდენტობას” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია თავდაპირველად ამ თანხის პოლიციის აკადემიისთვის გადაცემას გეგმავდა.

“თავიდან იდენტობას გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს თანხა პოლიციის აკადემიისთვის გადაეცა, რადგან იქ ადამიანის, კერძოდ კი ლგბტ უფლებების შესახებ სწავლება შესაძლებელი გამხდარიყო. მაგრამ რადგან სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს არავითარი ნიშანი და მზაობა იმისა, რომ ლგბტ უფლებები ისწავლებოდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თანხით დავეხმაროთ იმათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. კერძოდ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზარდა საფრთხე, რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან, მცირეწლოვანი ჩვილები ჰყავთ და მათი გამოკვება უჭირთ. იდენტობა ამ თანხით შეიძენს საკვებს და გადასცემს მათ”.

“იდენტობას” დირექტორის მოადგილე, ნინო ბოლქვაძე კი პირველი ბენეფიციარის შესახებ საუბრობს.

“პირველი ადამიანი, ვისაც იდენტობა დაეხმარება, იქნება ქალი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში იყო მისული და ამბობდა, რომ 1 თვის წინ მიმართა სამინისტროს და მოითხოვა საკვები ჩვილისთვის. სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უყვირა და უთხრა, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერაც არ იყო მიღებული. ეს ქალი კი ამბობდა, სანამ თქვენ გადაწყვეტთ, მე ბავშვი შიმშილით მომიკვდებაო. “იდენტობას” ერთ-ერთი თანამშრომელი შეესწრო ამ ფაქტს. პირველს ამ ადამიანს დავეხმარებით”, – ამბობს ბოლქვაძე.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად “იდენტობა” სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას ხვალიდან დაიწყებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s