ივლისის თვეში, ქუთაისის ცენტრალურ უბანში, გეი მამაკაცისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებული მამაკაცი 1500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 24 ნოემბერს გამოიტანა.

დაზარალებულს თავდამსხმელმა ჰომოფობიის ნიადაგზე თავში მინის ბოთლი ჩაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. თავში დარტყმის მიყენების შემდგომ, დაზარალებულის თქმით, რამდენიმე დღე ძლიერი თავის ტკივილები სტანჯავდა, რის გამოც, მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. დადგინდა, რომ დარტყმის სიძლიერემ დაზარალებულს დაუზიანა მანამდე სრულიად ჯანმრთელი კბილების ფესვები, დაეკარგა მგრძნობელობა სახის ერთ-ერთ არეში.

იდენტობას “იურისტი” ნინო ბოლქვაძე “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ პროკურორი მიკერძოებული იყო და შესაბამისად, საქმის წარმოებისას რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის – შუამდგომლობა  პროკურორის აცილებისა და შუამდგომლობა სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ.

“პროკურორი დარიკო ვადაჭკორია არის მიკერძოებული და არსებობს მყარი საფუძველი მოხდეს მისი აცილება აღნიშნულ საქმეზე, რაც შემდგომში გამოიხატება: 2015 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა საქმის განხილვის წინასასამართლო სხდომა, რომლის მიმდინარეობის დროს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პროკურორმა შეცვალა იმ დანაშაულის კვალიფიკაცია, რომლის ჩადენაში სდებდა ბრალს ზ.მ-ს და მუხლი შეცვალა 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემული ფაქტი თავისთავად მიუღებელია, რადგან პროკურორმა უგულებელყო ჩემი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და სრულიად უსაფუძვლოდ შეუმსუბუქა მდგომარეობა ბრალდებულს”, – ნათქვამია აცილების შესახებ შუამდგომლობაში.

ნინო ბოლქვაძის თქმით, იმის გამო, რომ პროკურორმა კვალიფიკაცია სასამართლომდე 7 დღით ადრე შეცვალა და დაზარალებულს არ შეატყობინეს ამის შესახებ, დაზარალებულის რამოდენიმე უფლება დაირღვა.

“დაირღვა შემდეგი უფლებები: დაზარალებულს სცოდნოდა ბრალის შინაარსი, ენახა საქმის მასალები, გაეანალიზებინა არსებული სიტუაცია და სასამართლოსთვის ჩამოყალიბებული პოზიცია ეთქვა”, – ამბობს ბოლქვაძე.

რაც შეეხება შუამდგომლობას  სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ, დაზარალებულმა სხდომის დახურვა რამდენიმე მიზეზით მოითხოვა. დაზარალებულის თქმით, ის მივიდა დასკვნამდე, რომ საკუთარი უფლებების დაცვას ვერ შეძლებდა ვერც პროკურატურისა და ვერც სასამართლოს მეშვეობით, რადგან ორივე ორგანო ხელს უწყობდა ბრალდებულს, რათა ბრალი მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ.

“სამწუხაროდ ასეთია ჩვენს ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან გამკლავების პრაქტიკა – სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოები მსხვერპლის დაცვის მაგივრად ახალისებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს იმით, რომ არ სჯიან მათ სათანადოდ და ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს”, – ნათქვამია სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულმა უარს თქვა მის მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომლითაც სასამართლო სხდომის ტელევიზიების მხრიდან გადაღებას ითხოვდა. დაზარალებულის თქმით, ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანო იქნება იმის ჩვენება, რომ ადამიანმა, რომელმაც სხვა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა, უმნიშვნელო ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ დაუსჯელი რჩება.

“ამ რეალობის ფონზე მოვერიდები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გამჟღავნებას, რაც მე დამატებით საფრთხეებს მიქმნის”, – განაცხადა დაზარალებულმა.

“იდენტობას” იურისტი ამბობს, რომ 1500 ლარით დამნაშავის დასჯა იმის ფონზე, რომ ასეთ საქმეებში ადამიანებს საერთოდ უდანაშაულოდ ცნობენ, წინ გადადგმული ნაბიჯია.

“ჯარიმა, იმ სასჯელებს შორის, რომლის გათვალისწინებაც სასამართლოს შეეძლო, ყველაზე მცირეა. ვფიქრობ, 15 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაო უნდა გამოეყენებინა. ქუთაისში ყველამ გაიგო რაც მოხდა და ამ ადამიანს დაუცველობის შეგრძნება აქვს. გარდა ამისა, ამ ფაქტის შემდეგ ფაქტობრივად შრომისუუნარო გახდა და ბრალდებული მხოლოდ 1500 ლარით  დაჯარიმდა, რაც არაადეკვატურია”, – ამბობს ბოლქვაძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s