“ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი და, კიდევ ერთი გოგო გავიდა” – აქცია-პერფომანსზე, რომელიც 25 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა, გოგონების ადრეული ქორწინება გააპროტესტეს.

აქცია “ქალთა მოძრაობის” ორგანიზებით ჩატარდა.

პერფომანსში მონაწილეობას  მოხალისეები, თინეიჯერი გოგონები და ბიჭები იღებდნენ. ინსცენირებული იყო სკოლის კლასი, რომელიც გოგონებისგან იმის გამო იცლებოდა, რომ ისინი თხოვდებოდნენ.

6

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბაია პატარაია “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ პერფორმანსი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც გოგონების ადრეული ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული.

პატარაიას თქმით, აღნიშნულ საკითხს არც საზოგადოება და არც სახელმწიფო პრობლემად არ აღიქვამს, რაც მდგომარეობას უფრო მწვავეს ხდის.

“ჩვენი 16 დღიანი კამპანიის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ადრეული ქორწინება არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს  ამ თემას და არა მარტო საზოგადოებამ, არამედ სახელმწიფომაც.

დღეს ეს ყველაფერი არის სრულიად ნორმალიზებული, რომანტიზებულიც კი. დღეს 15 წლის გოგონების ქორწილში მთელი სოფელი ცეკვავს და ჩვენ გვინდა, რომ ეს პრაქტიკა შეწყდეს და ვფიქრობთ, რომ ორი კუთხით არის სამუშაო.

 

 

ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ ისინი აცნობიერებდნენ რატომ არის ეს პრობლემა, რა კონკრეტული უფლებები ერღვევათ გოგონებს, მომავალში რაზე უწევთ მათ უარის თქმა და რა რისკებს და საფრთხეებს ექვემდებარებიან ამ ყველაფრით.

მეორე მხრივ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ კონკრეტული პოლიტიკა შეიმუშაოს განათლების სამინისტრომ, სოციალურმა სააგენტომ, რომელიც ბავშვის ზრუნვის სააგენტოა და რა თქმა უნდა, ძალოვან სტრუქტურებს”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

3

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 16 წლამდე ადამიანთა სრულწლოვანის მიერ სექსუალური კავშირის დამყარება სისხლის სამართლის დანაშაულია, პატარაიას თქმით, არც პოლიცია და არც საზოგადოება გოგონების ადრეულ ქორწინებას დანაშაულად არ აღიქვამს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა თბილისისა, აქცია პარალელურად საქართველოს 14 ქალაქში გაიმართა.

“ყველა პრობლემურ რეგიონში ჩატარდა აქცია, მათ შორის პანკისში, მარნეულში, ბათუმში. აქციები ჩაატარეს ადგილობრივმა ქალებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს აქციები ხელს უწობს როგორც სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას, ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას”, –  აღნიშნავს ბაია პატარაია.

25 ნოემბრის აქციების მთავარი მოთხოვნები იყო – “ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!”

პერფორმანსის მონაწილეები აქციის დასრულების შემდეგ, სიმბოლურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდნენ.

ცნობისთვის, სტატისტიკის მიხედვით, 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% დაქორწიებულია.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი აქციის მთავარი თემა კი საქართველოში გოგონების ადრეული ქორწინებაა.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

თამთა ნაჭყებიას ფოტოები

1

2

10

4

5

9

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s