თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების მიზნით.

“გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმის გამორკვევაზე, ხომ არ იყო აღნიშნული დანაშაული ჩადენილი რელიგიური სიძულვილის მოტივით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 ნოემბერს, თბილისში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 ტყვია ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია შუშები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის განზრახ დაზანებას გულისხმობს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s