სახელმწიფო სოციალური ცენტრისთვის დაფინანსების გაზრდას არ აპირებს – ამის შესახებ “17 მაისს” ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუცი ოდიშარიმ განუცხადა.

სოციალური ცენტრი “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ”, უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტისა და იმის გამო, რომ სახელმწიფო დაფინანსებას არ უზრდის, შესაძლოა დაიხუროს. ცენტრის წარმომადგენელის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც ერთ ადამიანზე 11 ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის.

ოდიშარიას თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ კონკრეტულმა სოციალურმა ცენტრმა სახელმწიფო ბაზარზე მოთხოვნილი მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

“ის ცენტრი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ფინანსდება ერთნაირად. მე რა ინფორმაციაც მოვიპოვე სოციალური მომსახურების სააგენტოდან, მაგალითად, წინა წელს ამ ცენტრს თვეში 7292 ლარი ჩაერიცხათ, ეს არ არის პატარა თანხა, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ წვდებიან მომსახურების წარმოებას იმიტომ, რომ სხვები ნაკლები ბენეფიციარებით წვდებიან ამ მომსახურებას. იმ თანხას, რასაც ჩვენ სოციალურ ცენტრს ვუხდით, სრულებით საკმარისია მოთხოვნილი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად”.

ნუცი ოდიშარიას თქმით, სახელმწიფო კონკრეტულად ამ ცენტრისთვის დაფინანსების გაზრდას არ გეგმავს. თუმცა, არც ვაუჩერული დაფინანსების გაზრდა იგეგმება უახლოეს მომავალში.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ოდიშარია მიიჩნევს, რომ გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, სოციალურ ცენტრს შეუძლია დამატებითი შემოსავალი თავიანთი საქმიანობით გაიჩინონ.

“ვფიქრობ, რომ ამ ცენტრს დიდი პოტენციალი აქვს. მათ აქვთ ცენტრი, სადაც აკეთებენ რვეულებს, ბლოკნოტებს და ძალიან დიდი შანსი აქვთ, რომ ეს ყველაფერი გაყიდონ და დამატებით შემოსავლის წყარო გაიჩინონ. სოციალური საწარმოსავით გააკეთონ და მოგებაც მიიღონ. ისეთი კარგი მდგომარეობა აქვთ იქ, რომ თავისუფლად შეუძლიათ გაყიდონ იქ წარმოებული ნივთები”, – აღნიშნა ნუცი ოდიშარიამ “17 მაისთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ცენტრი “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” დაფინანსების არ ქონის გამო შესაძლოა დაიხუროს. აღნიშნული ცენტრი 2015 წლის ბოლომდე დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდა, თუმცა 2015 წლის შემდეგ მათ ეს დაფინანსება შეუწყდებათ.

ამ ეტაპზე, სოციალური ცენტრის წარმომადგენლები დაფინანსების შესახებ თბილისის საკრებულოსგან ელოდებიან პასუხს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s