შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უჯარმის #03 მაჟორიტარულ ოლქის წარმომადგენელის კოტე ღოღელიანის, გამგებლის რწმუნებულის დავით აბელაშვილისა და მინდია ჯეირანაშვილის მიერ ძაღლისთვის ყელის გამოჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შსს-ს პრესსამსახურმა “17 მაისს” განუცხადა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, 24 ნოემბრის ღამეს, კოტე ღოღელიანმა, დავით აბელაშვილმა და  მინდია ჯეირანაშვილმა დალიეს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ასაკოვან მასპინძელს, ხოლო იქვე ეზოში დაბმულ ძაღლს, რომელიც მათ უყეფდა, ყელი გამოჭრეს და დამალეს. ადგილობრივმა თვითმხილველებმა კი პოლიციაში იჩივლეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s