ფრანგი მწერალი ანდრე მორუა (1885-1967) თავის ცნობილ რომანში ‘წერილები უცნობ ქალს’ საზოგადოების მხრიდან ქალის მიმართ დამოკიდებულებასა და გენდერული თანასწორობის შესახებ წერდა.

“დიდი ხნის განმავლობაში ქალი მამაკაცის სურვილების საგანს წარმოადგენდა. ომის დროს მას ნადავლის ნაწილად მიიჩნევდნენ. გამარჯვებული მეომრის ხელში გადადიოდა როგორც ნაალაფარი საჭურველი, ვერცხლისა და ოქროს ლარნაკები, ისე ტყვე ქალიც. არც თუ დიდი ხნის წინ პარიზში არსებობდა ბაზარი, სადაც ისევე იოლად შეგეძლო გეყიდა მონა ქალი, როგორც რაიმე ხილი. ქალს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება დასჭირდა, რომ გამხდარიყო პიროვნება და დაეცვა თავისი უფლებები.

დღესაც კი ბევრი მამაკაცი სინანულით ლაპარაკობს იმ დროზე, როცა ქალი ნივთს წარმოადგენდა. რა დიდებული იყო: ქალი ქმარს ანიჭებდა სიამოვნებას, უჩენდა შვილებს,ზრდიდა მათ, უვლიდა სახლს, სამაგიეროდ კი არაფერს მოითხოვდა, ოღონდ ჰქონოდა საჭმელი, ჭერი და სხვა დანარჩენი. ან სხვა დანარჩენს კი თხოულობდა? ქორწინებიდან სულ მალე ქმარი სხვისკენ იწყებდა ყურებას და როცა მოისურვებდა, საყვარელთანაც უბოდიშოდ მიდიოდა. ქალი, თუ მას პრეტენზია ჰქონდა, ყოფილიყო პიროვნება, მამაკაცებს აღიზიანებდა.

სწორედ ეს იყო ჟორჟ სანდის უბედურება. იგი პიროვნება იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და შესაფერის მოპყრობასაც მოითხოვდა სხვებისგან. მამაკაცთა დიდ უმრავლესობას სჯობდა ჭკუით და საკადრისადაც ექცეოდა მათ.სულ მუდამ თავის ჭკუაზე დადიოდა: თუ ვინმე ბეზრდებოდა, მაშინვე იშორებდა თავიდან, როგორც მამაკაცებმა იციან ხოლმე.

ფულს თავისი შრომით შოულობდა და სურდა, ისე მოეხმარა საკუთარი ქონება, როგორც მოეპრიანებოდა. თანამედროვენი ქალბატონ სანდს მამაკაცურობას უკიჟინებენ, თუმცა ნამდვილი ქალი იყო სულითაც და ხორცითაც, ოღონდ ქალი პიროვნება და არა ქალი ნივთი”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s