გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან ერთად საზოგადოებას ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების შედეგები გააცნო.

ჰაერის მონიტორინგი საქართველოს 9 ქალაქის 58 წერტილში ჩატარდა. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, თელავი, ბათუმი, ზესტაფონი, გორი, ზუგდიდი, ქუთაისი და ახალციხე. მონაცემების მიხედვით საქართველოში ჰაერი საშუალო დონემდე არის დაბინძურებული. დაბინძურების ძირითადი წყაროდ კი ავტოტრანსპორტი დასახელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ბაგრატიას თქმით, ჰაერის ინდიკატორული საზომებით მონიტორინგი შედარებით დაბალბიუჯეტიანი მეთოდოლოგიაა.

“ეს არის შედარებით დაბალბიუჯეტიანი, ანუ საერთო მოცულობით იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ამდენივე ავტომატური სადგურის შეძენა, თუმცა შედეგების მიხედვით, არ ჩამოუვარდება. მართალია, ვერ გვაძლევს სრულ ინფორმაციას, მაგრამ სიზუსტით არ ჩამოუვარდება შედეგებს, ვინაიდან შედეგების ანალიზს საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ევროპულ ლაბორატორიაში ვაკეთებთ ”, – აღნიშნა თამარ ბაგრატიამ.

გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ მდგომარეობა სახარბიელო არ არის, თუმცა არც საგანგაშო ნიშნულამდეა მიღწეული. გამომდინარე იქედან, რომ დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია, სახელმწიფოს მხრიდან სამომავლოდ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის გატარება იგეგმება.

“გარდა ამისა, აქტიურად დავიწყებთ დიალოგსა და კომუნიკაციას საზოგადოებასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად, რათა შევიმუშაოთ გრძელვადიანი გეგმა იმისათვის, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღმოიფხვრას. აქ მთავარი და ამოსავალი წერტილი არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება – იცხოვროს ჯანსაღ გარემოში. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ღონისძიებები, ფინანსური რესურსების ხარჯვა მიმართული იყოს პროფილაქტიკაზე, გარემოს პირობების გაუმჯობესებაზე და არა შედეგების ლიკვიდაციაზე”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული რუკა, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდებზე განთავსდა. აღნიშნული რუკა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს და გაიგოს თუ რა დონეზეა ამა თუ იმ ქალაქსა და ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების დონე.

გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვის კუთხით 2016 წელს დამატებით ინვესტიციებს დებს, რის შედეგადაც 2016 წლის ზაფხულის დასაწყისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ახალი ლაბორატორიის გახსნა იგეგმება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s