“კაფეს ესაჭიროება მიმტანი.

მოთხოვნები: გოგო სასიამოვნო გარეგნობით, ენერგიული, კომუნიკაბელური და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით”,  – ეს ერთ-ერთი კომპანიის განცხადებაა, რომელიც სამუშაოს მაძიებლების საიტზე განთავსდა.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ამა თუ იმ ვაკანსიაზე მოთხოვნად სასიამოვნო გარეგნობა არის დასახელებული.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” განცხადების მსგავს ტექსტს დისკრიმინაციად აფასებს და 2010-დან 2014 წლის ჩათვლით დასაქმების საიტებზე გამოქვეყნებული განცხადებების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ დროის განმავლობაში jobs.ge-სა hr.ge-ზე განთავსებული განცხადებებიდან (საერთო ჯამში 85736 განცხადება) სიტყვა “მამაკაცი” 1482-ჯერ, ფრაზა “სასიამოვნო გარეგნობა” კი 1589-ჯერ გამოიყენეს.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა jobs.ge-ს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა.

ორგანიზაცია კერძო ბიზნესის მფლობელებს და კომპანიებს აძლევს რეკომენდაციას, განცხადებაში გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენოს, რადგან კომპანიის იმიჯზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ სამუშაოზე მოწვევის განცხადება ქმნის, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს დისკრიმინაციას ასაკის, სქესის, ოჯახური მდგომარეობისა და სხვა გარემოებების გამო როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. ასევე, ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი საშუალებები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბიზნესის წინააღმდეგ.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” რეკომენდაციები სამუშაო ადგილებზე თანაბარი პირობების შესახებ დღეს წარმოადგინა. ორგანიზაციამ პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც სამუშაო ადგილებზე თანასწორობის წახალისების მეთოდებსა და მათი პრაქტიკურად განხორციელების გზებს მოიცავს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s