კვიპროსის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამოქალაქო პარტნიორობის კანონს, რომლის მიხედვითაც, გეი წყვილის ურთიერთობა ოფიციალურად იქნება აღიარებული.

კანონი, რომელმაც ქვეყანაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გეი წყვილებისთვის ისეთ თანასწორ სამოქალაქო უფლებებს უზრუნველყოფს, როგორიცაა სამოქალაქო ქორწინების უფლება. თუმცა, სამოქალაქო უფლებებში შვილის აყვანის უფლება არ მოიაზრება.

პარლამენტის 39-მა წევრმა სამოქალაქო პარტნიორობის კანონს მხარი დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, ხოლო 3-მა პარლამენტარმა პასუხისგან თავი შეიკავა.

“ILGA-europe მოხარულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდა. ვულოცავთ ყველა იმ სამოქალაქო ჯგუფს, პოლიტიკურ ლიდერსა და უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ კანონპროექტის შემუშავებასა და დამტკიცებაში.

გეი წყვილები და მათი ოჯახები იმსახურებენ, რომ ზუსტად ისევე იყვნენ დაცულები, როგორც მათი ჰეტეროსექსუალი მეგობრები და მეზობლები. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს “განსაკუთრებული უფლებები” მიანიჭო, მაგრამ ეს ყოველივე ნიშნავს ოჯახების მრავალფეროვნების აღიარებას”, – განაცხადა ILGA-europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ პარადისმა.

26 ნოემბერს კვიპროსის მიერ სამოქალაქო პარტნიორობის კანონპროექტის დამტკიცება ხანგრძლივი ბრძოლისა და საჯარო დისკუსიების შედეგია.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s