“ცვლილების საბოლოო დამტკიცებით, გაუქმდება დღეს მოქმედი მშობლის თანხმობის წესი, რომელიც პრაქტიკაში ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.

2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი. ცვლილების მიხედვით, 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი იცვლება იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერას და განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში წარდგენილი წინადადება კიდევ უფრო დახვეწა და არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება დაზუსტდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინადადების მომზადებას და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად უდევს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანგრძლივი შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ასევე, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და გენდერული თანასწორობის სფეროში წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა.

“შეიძლება ვისაუბროთ, რომ საზოგადოება მზად არ არის ამგვარი ცვლილების განსახორციელებლად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბები და პრობლემის სიმძაფრე. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების მხრიდან მიმღებლობას, თუმცა გვსურს ხაზი გავუსვათ ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის პრინციპებს, რომლებიც მიგვითითებენ ბავშვების/გოგონების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რაც უპირატესია საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებსა თუ პრაქტიკებთან მიმართებით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. ხატია წურწუმია 05/12/2015, 13:26

    მისაღებია ამგვარი საკანომდებლო მიდგომა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. მიხარია, როგორც იქნა ხელისუფლებამ აიღო რაღაც ვალდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ მნშვნელოვნად შეამცირებს ეს კანონი არასასურველ ფაქტებს.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s