მითი 1

“თუ გოგონას უნდა, მაშინ ვერავინ ჩაერევა და მას შეუძლია გათხოვდეს” – ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ბავშვთა უფლებებთან შეუსაბამო ფრაზა, ვინაიდან ბავშვი, რომელიც ვერ აცნობიერებს თავის ჭეშმარიტ ინტერესს, ვერ მიიღებს თავისი თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ჩვენ ბავშვები, ამ შემთხვევაში, ისე უნდა დავიცვათ, როგორც მათ თვითმკვლელობისგან დავიცავდით, როგორც დავიცავდით ნებისმიერი საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებისგან. ჩვენ არ ვიცით, ბავშვი რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინაც კი, როცა ის აცხადებს, რომ ეს ქორწინება უნდა. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა იძულება, არის თუ არა მასზე ძალადობა და საერთოდ, ამ საკითხს რა პრეისტორია აქვს.

მითი 2

“მშობელს უნდოდა, მან გადაწყვიტა და ამიტომ, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ” – მშობელმა არ უნდა განახორციელოს ქმედება, რომელიც თავისი შვილის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. გაეროს ბავშვთა კონვენციით, მხოლოდ მშობელი არაა პასუხისმგებელი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესზე, არამედ – მთელი სახელმწიფო. როდესაც ჩვენ ვხედავთ, ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი ირღვევა, იქ აუცილებლად სახელმწიფო ორგანოები უნდა ჩაერიოს. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილია ფაქტები, როდესაც მშობლებმა, სამწუხაროდ, გარიგება დადეს, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. იყო შემთხვევა, როდესაც ათ მსხვილფეხა ცხოველზე, ძროხაზე, იყო ეს გარიგება დადებული.

მითი 3

“ეს მხოლოდ უმცირესობების პრობლემაა” – ისეთივე არასწორია, როგორც წინა მითები. იმიტომ, რომ ეს პრობლემა მთელ საქართველოშია გავრცელებული. შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ტრადიციები, მაგრამ ამბობენ, რომ წამყვანი მიზეზი, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირეა. ოჯახის წევრები თავადვე ამბობენ, როცა ისინი ვეღარ ახერხებენ ბავშვის შენახვას, გამოსავალს გოგონების გასხვისებაში, სხვისთვის გადაცემაში ხედავენ. ეს არ შეიძლება უმცირესობების პრობლემებამდე დავიყვანოთ და ვთქვათ, რომ დანარჩენ საქართველოს არ ეხება.

მითი 4

“მასწავლებელს, ექიმს, ან პოლიციელს შეიძლება ჰქონდეს კეთილი ნება, რომ ჩაერიოს ამ ამბავში” – ეს საკანონმდებლო ნორმებთან სრულიად შეუსაბამოა, ვინაიდან მათ აქვთ ვალდებულება ჩაერიონ და რეაგირება მოახდინონ. შესაბამისად, როდესაც არ ჩაერევიან ეს იქნება მათი, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და ჩვენ  სწორედ იმ პასუხისმგებლობაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ამ პირების მიმართ შეიძლება დადგეს.

და ბოლოს, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ნაადრევი ქორწინების პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფო ნების ნაკლებობაა – ეს არ არის მითი, ეს სინამდვილეა. ამ პრობლემის გადაჭრას არ ესაჭიროება გაზრდილი ბიუჯეტი, თანხების ალოკაცია, ან სესხების აღება, ამ პრობლემის გადაჭრას ნება ესაჭიროება.

ანა არგანაშვილი – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s