ამერიკის საელჩო საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიას უერთდება და საელჩოს ფეისბუქ გვერდზე იმ ქალების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ქალთა და ზოგადად, ადამიანთა უფლებების დასაცავად მუშაობენ.

“შარშან #HeforShe კამპანიისას, გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღის განმავლობაში, ჩვენი საელჩოსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელი მამაკაცები გაგაცანით, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას ებრძვიან. წელს იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ადგილი, სადაც ქალები და გოგონები უსაფრთხოდ და უფლებებით სრულად აღჭურვილნი არიან”, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.

მაია ფელიშვილი – გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი: “ქალთა მიმართ ძალადობას კანონის აღსრულებით ვებრძვი. ჩემი გზავნილი მსხვერპლ ქალებს – გამოიყენე შენი უფლება, შენ გიცავს კანონი. შეგვატყობინე, ჩვენ მოვალთ შენთან და დაგეხმარებით”.

ტატიანა პატარაია – ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტი: “მე ვებრძვი ქალთა მიმართ ძალადობას სამართალდამცავ უწყებებში დაზარალებულთა დახმარების სამსახურის განვითარებით”.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გაეროს ეგიდით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო. წლევანდელი კამპანია მთლიანად ადრეული ქორწინების პრობლემატიკას მიეძღვნა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

ტატიანა პატარაია

ტატიანა პატარაია

მაია ფელიშვილი

მაია ფელიშვილი

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s