შაბათს, 28 ნოემბერს პარტიზანმა მებაღეებმა მერიასთან აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა თბილისი-შინდისის გზის მონაკვეთზე ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა სამი მოთხოვნა გააჟღერეს – არ მოჭრა საღი ხე, მოჭერი ხმელი ხეები და დარგე გონივრულად.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მოთხოვნა ხმელი ხეების მოჭრაა და მერია ამ პრობლემის სიმძაფრეს ადეკვატურად ვერ აფასებს.

“ამ შემოდგომის სეზონზე თუ არ მოიჭრა დაავადებული ხეები, გაზაფხულზე ეს პარაზიტები გააგრძელებენ ვეგეტაციას. მთელ საღ უბნებს მოიცავენ. დროა, ყველა სახელმწიფო უწყებამ ატეხოს ამაზე განგაში! მერიას მინდა დავუფასო. როგორც კი დაანონსდა ჩვენი აქცია, მიგვიწვია შეხვედრაზე დავით ნარმანიამ და მასთან ერთად გამწვანების სამსახურის უფროსი შეგვხვდა. ორშაბათს გაფართოებული შეხვედრა გვექნება და მთელ ამ პრობლემებს განვიხილავთ. იმედი მაქვს, კონსტრუქციულად მოვახერხებთ ამ პრობლემების გადაჭრას”, – განაცხადა ფერაძემ.

მერიასთან გამართული აქციის მონაწილეებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი ნინო სულხანიშვილი შეხვდა და აღნიშნა, რომ მათ მოთხოვნებს სრულიად იზიარებს.

“აქციის მონაწილეების სამივე მოთხოვნა სამართლიანია. რაც შეხება ხმელი ხეების მოჭრას, მერია ახორციელებს ღონისძიებებს. ახლაც ტენდერი დაწყებულია ხმელი ხეების მოჭრაზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენი სამსახური ვერც ფინანსური და ვერც ადამიანური რესურსით ვერ მოერევა. ეს არის სახელმწიფო დონეზე გადასაჭრელი პრობლემა. მიდგომა უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიზანმა მებაღეებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შინდისი-ორთაჭალის გზაზე 600 ხე წითლად არის მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოიჭრას. მათი ნაწილი ამ დროისთვის უკვე გაჩეხილია. პარტიზანი მებაღეების ინფორმაციით, ხეების გაჩეხვა გზის მშენებლობისთვის არის დაწყებული, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, “პანორამა თბილისის” პროექტს უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა და თქვა, რომ  ორთაჭალა-შინდისის გზაზე ხეების ჭრას პროექტთან “პანორამა თბილისი” კავშირი არ აქვს.

ქეთი ტუღუშის ფოტოები

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

1 2 3 4

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s