5 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის ბაღში ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი ერთი წლის შემდეგაც გამოძიებული არ არის.

აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით, ნიშნიანიძის დედამ, თამარ იარაჯულმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და შშმ ბავშვების მშობლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

აქციაზე გამოძიების არაეფექტურობა და შშმ ბავშვის ცემისადმი სახელმწიფოს გულგრილობა გააპროტესტეს.12308824_989502821095781_8538091900477361886_n

თამარ იარაჯულმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის, რა მოხდა ბაღში. გარდა ამისა, იარაჯული საქმის პროკურორს საქმესთან არსებული ნივთმტკიცების გაქრობაში ადანაშაულებს.

“ეთი წელია ქუჩაში დგომა და საქმის კეთების მოთხოვნა მიწევს. გამოძიება დარღვევებით მიმდინარეობდა ამ ერთი წლის განმავლობაში. საქმის პროკურორი გაბრიელის წინაშე დამნაშავეა. მან საქმესთან არსებული ფაქტები და ნივთმტკიცება გააქრო. არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია აწი ამ საქმის გამოძიება. ქვეყანაში, სადაც ადამიანს პიჯაკს მოახევენ და ის ისჯება, ჩემი შვილის “დახეული” სახე არ უნდა გამოიძიონ?  არავინ ინტერესდება ამ საქმით”, – ამბობს იარაჯული.

გაბრიელ ნიშნიანიძის დედის თქმით, ბავშვს დაზიანებები ფონენდოსკოპი მიაყენეს და არსებობს ორი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ნიშნიანიძეს მრავალჯერადი დაზიანებები აქვს მიღებული.

აღნიშული საქმის სამართლებრივ მხარეს საია აკვირდება.  “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ გამოძიების არაეფექტურობის გამო, საია საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს.

“ერთი წელი გავიდა იმ ფაქტიდან, რაც გაბრიელ ნიშნიანიძეს კერძო ბაღში მიაყენეს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები.  ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. საია ეროვნულ დონეზე ჩართული იყო გამოძიებაში, თუმცა შედეგი დღემდე არ არის დამდგარი. პროკურატურას დღემდე არ განუხორციელებია კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ ფაქტის გამოძიებას ხელს შეუწყობდა. სწორედ იმიტომ, რომ გამოძიება დღემდე არაეფექტურია, საია გეგმავს აღნიშნული  საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს”, – ამბობს შუბაშვილი.

11223742_989502371095826_3652712249229972202_n

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში წერია, რომ: “მცირეწლოვან გაბრიელ ნიშნიანიძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე”.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს ჟურნალისტმა ბექა ელბაქიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დიდუბის ერთ-ერთ ბაღში, “სადუნში” აღმზრდელმა 4 წლის ბავშვს სცემა,  დირექტორმა კი განაცხადა, რომ მასწავლებელს ოჯახური პრობლემები აქვს და ნერვები არ უვარგა.

1

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s