ეკვადორში, დაახლოებით ყოველი 6-დან ერთი ქალი სექსუალური, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. 3 მილიონი ეკვადორელი თავის თავს გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს.

ერთ-ერთი ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ეკვადორში ქალების 38 პროცენტი ფიზიკური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლია, 26 პროცენტი – სექსუალური, 17 პროცენტი კი – ეკონომიკური ძალადობის.

2011 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია მიზნად ისახავდა, რომ ციფრებში გადმოცემული სტატისტიკა უფრო რეალისტური გამხდარიყო. ამის გამო, ქალები თავიანთი მძიმე, ძალადობის ან სხვა ტიპის შევიწროების შემთხვევების შესახებ თავად საუბრობდნენ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში 10,000 წერილი შეგროვდა, სადაც ქალებისადმი ძალადობის შემთხვევები იყო მოთხრობილი. ამ შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი ოჯახში ძალადობის შემთხვევები იყო.

პროექტი “ქალების წერილები” კვლავ გრძელდება. 25 ნოემბერს, ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეკვადორში 1,000 კაცი შეიკრიბა, კიტო პლაზაზე, რათა ქალების წერილები წაეკითხათ.

ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, სიუზან ლასის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცებიც ჩართულები იყვნენ.

“ქალების მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებიც მონაწილეობდნენ. ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია ეპიდემიასავითაა გავრცელებული, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ “ეპიდემიის” მსხვერპლი ადამიანების სათქმელის გაგებას”.  

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s