შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საინფორმაციო კამპანია “0+0+0” გაიმართება. კამპანიის დევიზია: 0 – აივ ინფექციის ახალი შემთხვევა; 0 – აივთან ასოცირებული დისკრიმინაცია; 0 – შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევა.

კამპანიას “0+0+0” ორგანიზაცია “თანადგომას” მხარდაჭერით “ლგბტქი ასოციაცია თემიდა” და “ლგბტ საქართველო” გამართავენ.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

18:00 – 19:00 საათი: მეტრო “თავისუფლების მოედნიდან” მეტრო “რუსთაველამდე” მსვლელობა გაიმართება. ასევე, დარიგდება საინფორმაციო მასალები და პრეზერვატივები;

19:00 – 19:20 საათი: მეტრო “რუსთაველის” წინ აივ-ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, წითელ ლენტს სანთლებით დახატავენ;

20:00 – 21:30 საათი: ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” სათემო ცენტრში დისკუსია და ფილმის ჩვენება მოეწყობა აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული დისკრიმინაციის შესახებ. მის. ქუჩიშვილის ქუჩა 11/3 (სასტუმრო „ვერე პალასის“ წინ)

19:30 – 20:00 საათი: ქ. გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აივ-ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, წითელ ლენტს სანთლებით დახატავენ. ასევე, დაარიგებენ საინფორმაციო მასალებსა და პრეზერვატივებს.

კამპანიის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება ამ სერიოზული პრობლემას, კიდევ ერთხელ გაააცნობიერონ შიდსის რეალური საფრთხე. მათი თქმით, საქართველოში შიდსის მოსალოდნელ ეპიდემიასთან ბრძოლა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნებისა და მთელი საზოგადოების მობილიზაციის გზითაა შესაძლებელი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s