1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა და 1987 წლიდან აღინიშნება. მას შემდეგ 1-ლი დეკემბრის აღნიშვნა მრავალ ქვეყანაში დაიწყეს და დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიება მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტარდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის ბოლოსთვის აივ ინფექცია/შიდსი მსოფლიოში 36.9 მილიონ ადამიანს ჰქონდა. მათგან 2 მილიონი სწორედ 2014 წელს დაინფიცირდა. მაღალეფექტიან არვ (ანტირეტროვირუსული) მკურნალობას 15.8 მილიონი ადამიანი იღებდა, 1.2 მილიონი კი – გარდაიცვალა;

მთლიანობაში, ინფექციის გაჩენიდან 2014 წლის ბოლომდე აივ/შიდსით 25 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა არის რეგისტრირებული. ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი 3,150 პაციენტს განუვითარდა, 1063 – გარდაიცვალა.

მაღალეფექტიან არვ მკურნალობას 2,615 პაციენტი იღებს, მათგან 46 ბავშვია.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცველი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი.

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ არის სამეგრელო – 729 შემთხვევა, იმერეთი – 702 შემთხვევა და აჭარა – 627 შემთხვევა.

გაეროს შიდსის პროგრამის გათვლებით, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად მსოფლიო ინვესტიციის ოდენობამ 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მილიარდს უნდა მიაღწიოს. ეს მიზნები თითოეული ქვეყნისგან არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტიან ხარჯვას მოითხოვს.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებული იქნა ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. კერძოდ:

კამპანიის ფარგლებში გადასადგმელი „დიდი ნაბიჯები“ შემდეგია – 2020 წლისთვის “მკურნალობა 90-90-90”, რაც გულისხმობს, რომ:

  1. ახალი ინფექციების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 500,000 წელიწადში.
  2. აივ ინფიცირებულთათვის შექმნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.

2030 წლისთვის კი დაგეგმილია “მკურნალობა 95-95-95”, რომლის მიხედვითაც ახალი ინფექციების რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000 წელიწადში და რომ აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნებული იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s