“მე და ჩემს ადვოკატს გვეგონა, რომ პროკურატურის წარმომადგენელს შევხვდებოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინ პროკურატურის სახით ბაღის მხრიდან დაცვის მხარე იჯდა”, – ამის შესახებ “17 მაისს” 5 წლის შშმ ბავშვის, გაბრიელ ნიშნიანიძის დედამ, თამარ იარაჯულმა განუცხადა.

გაბრიელ ნიშნიანიძეს 2014 წელს ბაღში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. იარაჯული შვილისადმი ძალადობის ფაქტის გამოძიებას უკვე ერთი წელია ითხოვს.

თამარ იარაჯული გუშინ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში იყო დაბარებული. შეხვედრის შემდეგ ის მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ახლობლებმა იარაჯული სახლში წაიყვანეს.

თამარ იარაჯული “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ პროკურატურაში შეხვედრის მიმდინარეობისას საქმესთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებების გატარების თაობაზე არაფერი უთქვამთ.

“იმ დარღვევებზე უნდა გვესაუბრა, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ხდებოდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ისინი მართლები იყვნენ და ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა”.

პროკურატურამ გაბრიელ ნიშნიანიძის საქმე განსახილველად გენერალურ ინსპექციაში გადააგზავნა. თამარ იარაჯული ამბობს, რომ გენერალური ინსპექციის იმედი არ აქვს და სურს, რომ აღნიშნულ საქმეს ჩამოაშორონ.

“ფსიქოლოგიურად განადგურებული ვარ. ფაქტობრივად უუნარო გამხადეს, შვილებს ვეღარ ვუვლი ისეთ მდგომარეობაში ვარ. მინდა საქმეს ჩამომაშორონ. მივხვდი, რომ საქართველოში სიმართლის მიღწევა გამორიცხულია. ჩვენ სტრასბურგში გავაგრძელებთ დავას”, – განუცხადა თამარ იარაჯულმა “17 მაისს”.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ნიშნიანიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით, ნიშნიანიძის დედამ, თამარ იარაჯულმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და შშმ ბავშვების მშობლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციაზე გამოძიების არაეფექტურობა და შშმ ბავშვის ცემისადმი სახელმწიფოს გულგრილობა გააპროტესტეს.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში წერია, რომ: “მცირეწლოვან გაბრიელ ნიშნიანიძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე”.

2014 წლის 28 სექტემბერს ჟურნალისტმა ბექა ელბაქიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დიდუბის ერთ-ერთ ბაღში, “სადუნში” აღმზრდელმა 4 წლის ბავშვს სცემა,  დირექტორმა კი განაცხადა, რომ მასწავლებელს ოჯახური პრობლემები აქვს და ნერვები არ უვარგა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s