საჯარო რეესტრისაჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზიკური პირის მიერ არის რეგისტრირებული.  მათგან 743 888 კაცია (56.4%), 575 267 კი ქალი (43.6%).

რეესტრის ცნობით, ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მათ  ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყეს, რომელიც მიზნად საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს.

უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას და ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.

საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s