“მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მსახიობებისა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანების იყვნენ ჩართულნი, რადგან მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვთ”, – ამის შესახებ რუსთაველის დრამატულ თეატრში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გამართულ ღონისძიებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირინა ჯაფარიძემ განაცხადა.

დისკუსია და ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის “ხმა ამოიღე” ჩვენება რუსთაველის დრამატულ თეატრში, ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და იგი გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა.

ირინა ჯაფარიძემ “17 მაისთან” საუბარში თქვა, რომ ზურა ინაშვილის დოკუმენტური ფილმი 2014 წელს გახმაურებული ფემიციდის შესახებ გადაიღეს.

“მოგეხსენებათ, რომ რუსთაველის თეატრის დასი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დიდ პატივს სცემს და მათი აზრი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობების ჩართულობა მსგავს პროცესებში, რათა საზოგადოებრივი აზრი შეიცვალოს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსთაველის თეატრი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ლაშა ბუღაძის პიესის “ლისისტრატეს” პრემიერას გეგმავს. პიესა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეა შექმნილი.

“ტექსტი იმის გავლენით დაიწერა, თუ რა ხდებოდა და დღემდე ხდება საქართველოში, ვგულისხმობ ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას, თუმცა ამ ტექსტში და ამ სპექტაკლში იქნება არა მხოლოდ მსგავსი ფაქტების ასახვა, არამედ ანალიზიც.

ჩემი პიესა შეეხება დღევანდელობას. წარმოიდგინეთ არისტოფანეს ათენიდან გასულია 25 საუკუნე და ვაჩვენებთ, რა ხდება დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქალებს ძალიან უჭირთ შეინარჩუნონ მშვიდობა, რაციონალიზმი, როდესაც აგრესიულ გარემოში არიან”, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში 8 დეკემბერსაა დაგეგმილი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s